17 მაისს, ორშაბათს, 17:00 საათზე ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებისთვის ონლაინვორკშოპს გამართავს ცნობილი კომპოზიტორი ეკა ჭაბაშვილი. ის ისაუბრებს კომპოზიტორებისთვის, და ზოგადად მუსიკის შექმნის პროცესით დაინტერესებული პირებისთვის, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: მუსიკის შექმნის პროცესში ინტუიციური და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება; მუსიკალური პარამეტრების პრიორიტეტები მათი გამოყენების მეთოდების დემონსტრირებით; ასევე ალეატორულ ტექნიკასა და ალტერნატულ/გრაფიკულ ნოტაციაზე. მსურველებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ […]
ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი 19-23 მაისს გამართავს საჯარო ლექციებს ციფრული მარკეტინგით, გრაფიკული დიზანით, Front-end development-ით, Wordpress-ითა და ნარატივდიზაინით დაინტერესებული პირებისთვის. განრიგი _____________________________________________________________________________________________ თემა: „ციფრული კომუნიკაციები – ჩვენი ყოველდღიურობა“ მომხსენებელები: მარიამ მიხანაშვილი, ციფრული მარკეტინგის კურსდამთავრებული და ფინალური პროექტის გამარჯვებული, მარიამ ჩხოლარია, ციფრული მარკეტინგის სტაჟირების მენტორი უნილაბში, ქოფირაითერი დრო: 19 მაისი, 20:00 საათი ვრცლად: https://bit.ly/33XA3Zi _________________________________________________________________________________________ თემა: გრაფიკული დიზაინი მომხსენებელი: ლევან გაგოშვილი, […]
19 მაისს, 20:00 საათზე, უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ღია შეხვედრა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე: „ციფრული კომუნიკაციები – ჩვენი ყოველდღიურობა“. ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე: რისთვის გჭირდება ციფრული კომუნიკაციები და რა უპირატესობები აქვს ტექნოლოგიურ სამყაროს? მომხმარებელს შენამდე მოიყვანს „ენა ტკბილად მოუბარი“, ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბრენდის კომუნიკაცია; უნილაბის ციფრული მარკეტინგის კურსის მიმოხილვა – პირველი ლექციიდან ფინალურ პროექტამდე. შეხვედრას გაუძღვებიან სპიკერები: მარიამ […]
20 მაისს, 21:00 საათზე, უნილაბის ფეისბუქგვერდზე ლაივშეხვედრას გამართავს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის კურსდამთავრებული ლევან გაგოშვილი, რომელიც ისაუბრებს გრაფიკული დიზაინის შესახებ: როგორ დაინტერესდა გრაფიკული დიზაინით; რატომ გადაწყვიტა უნილაბში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა; რა ცოდნა და გამოცდილება დააგროვა კურსის განმავლობაში. თუ გრაფიკული დიზაინი შენთვის საინტერესო სფეროა, შემოგვიერთდი უნილაბის Facebook-გვერდზე: https://www.facebook.com/UniLabEdu 2021 წელი
იაპონიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 21 მაისს, 15:00 საათზე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება იმამურა აკირა გამართავს საჯარო ონლაინლექციას თემაზე: „იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები“ (Japan’s Post-War Success and Challenges). იმამურა აკირა ტოკიოს უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა 2020 წლის დეკემბერში. […]
21 მაისს, პარასკევს, უნილაბის Facebook-გვერდზე ლაივშეხვედრას უმასპინძლებს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის კურსდამთავრებული, Front-end დეველოპერი ქეთევან ფილიშვილი, რომელიც ისაუბრებს შემდეგ თემებზე: რას გულისხმობს Front-end დეველოპმენტი; როგორ დაიწყო ამ პროფესიით დაინტერესება; რატომ გადაწყვიტა უნილაბში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა; რა ცოდნა და გამოცდილება დააგროვა კურსის განმავლობაში; და ბოლოს: გაგიზიარებთ საკუთარ ფინალურ ნამუშევარს, რომელიც კურსზე მიღებული ცოდნით შექმნა. თუ ეს ჩამონათვალი საინტერესოდ გეჩვენება, […]
22 მაისს, 20:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ყოფილი სტუდენტები და ახლა უკვე ვორდპრესის სტაჟიორები გიამბობენ საკუთარი გამოცდილების შესახებ ვებდეველოპმენტის მიმართულებით, გაგიზიარებენ პრაქტიკულ რჩევებს, ისაუბრებენ პლატფორმის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ღია ლექციაზე ასევე გაიგებთ, როგორ გადადგა ვებდეველოპმენტის სფეროში პირველი ნაბიჯი და რა არის საჭირო ამისთვის. გელოდებით 22 მაისს, შაბათს, 20:00 საათზე, უნილაბის Facebook-გვერდზე: https://bit.ly/2QDUtU9 2021 წელი
თუ ფიქრობ, რომ დროა პროფესია შეიცვალო და კიბერსამყაროში მოგზაურობა სცადო, მაშინ 23 მაისს, 20:00 საათზე, დაესწარი უნილაბის კურსდამთავრებულების ნინი ჯინჯიხაძისა და ბარბარე ჭილაშვილის ღია ლექციას ნარატივდიზაინის შესახებ.ლექციაზე გაიგებ: რა არის ნარატივდიზაინი; ვინ არიან და რას ქმნიან ნარატივდიზაინერები; რას გულისხმობს ნარატივდიზაინი საქართველოში და ქართული „ჩეთბოტები“; რატომ დაინტერესდნენ უნილაბის ნარატივდიზაინის კურსით; რა გამოცდილება მიიღეს კურსზე. ისინი გაგაცნობენ […]