15 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მეოთხე ღია ლექციას გამართავს ანიმა ჩეთბოტიქსის დამფუძნებელი ზურა ჯიშკარიანი. მომხსენებელი ისაუბრებს „ანიმა ჩეთბოტიქსზე“, პირველ კომპანიაზე, რომელმაც დაიწყო ჩეთბოტების „წარმოება“ და არაერთი პროექტი განახორციელა როგორც ბიზნესის, ისე საჯარო სექტორებისა და ხელოვნებისთვისაც კი. ასევე ამ პროექტების შექმნის პროცესზე, გამოწვევებზე, რომლებიც დგება ამ მიმართულებით და […]
18 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის საგანმანათლებლო კორპუსში გაიმართება პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ პრეზენტაცია. პროექტს განახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით. პრეზენტაციას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ოფიცერი ნიკა (ნინო) ყოჩიაშვილი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე […]
18 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ მეოთხე შეხვედრა. თემა: „თამაში და კომპეტენტური აღმზრდელი“ შეხვედრაზე ისაუბრებენ ნინო ჯიჯავაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. საბავშვო ბაღის „მწვანე ალუბალი“ თანადამფუძნებელი. 2007 წლიდან ჩართულია ადრეული განათლების სფეროში, აქვს როგორც ბაღში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, ასევე სხვადასხვა საკანონმდებლო დოკუმენტის, კურიკულუმისა და […]