23 თებერვალს, 16:00 საათზე, USAID/საქართველოს ორგანიზებით გაიმართება ონლაინკონფერენცია „დაიწყე ცვლილება შენით“. კონფერენციის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ თემაზე საუკეთესო მაგალითების წარმოჩენა, მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. სტუმრები ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის: სამოქალაქო აქტივიზმი, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების აუცილებლობა და მათი სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. თემები: საქართველოში სამოქალაქო ჩართულობის ძირითადი მახასიათებლები; რისი მოტანა შეუძლია […]
27 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან თანამშრომლობით უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის იწყებს უფასო კურსს „თამაშების შექმნის საწყისები“. კურსის მონაწილეები იმუშავებენ Unreal Engine 4-ის ძრავაში, შეძლებენ მისი ვიზუალური სკრიპტინგის ინსტრუმენტების ათვისებას, შეისწავლიან ძრავასთან მუშაობის საბაზისო ფუნქციებს და პროგრამირების საწყისებს, ასევე შეისწავლიან თამაშების შექმნის პროცესის ეტაპებს თამაშების დაგეგმვიდან მათ გამოქვეყნებამდე. ► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი? კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების მოტივირებული მოსწავლეებისთვის მთელი […]
27 თებერვალს, შაბათს, 19.00 საათზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა მასწავლებელს ვიწვევთ „Science on Stage“-ის („მეცნიერება მთავარ როლში“) საინფორმაციო შეხვედრაზე. დამსწრეთ გავაცნობთ სიახლეებს ეროვნული ფესტივალის შესახებ, რომელიც 19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორია საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. შეხვედრა ჩატარდება ZOOM პლატფორმის საშუალებით. შეხვედრის ბმული: […]