8 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მესამე ღია ლექციას გამართავს მწერალი დათო სამნიაშვილი. ლექციის თემა: ლიტერატურა და ჩეთბოტები ჩეთბოტებს ხშირად ინტერაქციულ წიგნებადაც მოიხსენიებენ. კავშირი ლიტერატურასა და ჩეთბოტს შორის ნამდვილად დიდია. როგორ იწერება დიალოგი, როგორ იქმნება პერსონაჟი, როგორ იქმნება თანმიმდევრული ტექსტი – ამ ყველაფრის შესახებ მწერლის პერსპექტივებიდან დათო […]
ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია UniLab-ი იწყებს სტაჟირებაზე მიღებას. თუ გაინტერესებს დიზაინი, python, wordpress, PHP, Front-End ან ციფრული კომუნიკაცია, გარკვეული ცოდნა გაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ ახალ რეალობაში გადმონაცვლების დროა. UniLab-ი გთავაზობს ჩაერთო ჩვენი სტაჟირების პროგრამაში და შეერკინო ახალ თავბრუდამხვევ დავალებებს. ჩვენთან საშუალება გექნება იმუშაო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შექმნა საკუთარი პორტფოლიო, […]
12 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსის „TECH-განმანათლებელი“ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა ორგანიზატორებს დაუსვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები მონაწილეობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე (აპლიკაციის შევსებასთან, შესარჩევი დავალების შესრულებასთან დაკავშირებით). ასევე ნაჩვენები იქნება შესარჩევი დავალების ნიმუშები. Live-საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, […]