1-ლ თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მეორე ღია ლექციას ჩაატარებს ილიაუნის ჩეთბოტის „უნა“ ადმინისტრატორი, ნარატივდიზაინერი მარიამ გოჩიაშვილი. ლექციის თემა: როგორ იქმნება ჩათბოტი? მომხსენებელი ისაუბრებს ნარატივდიზაინზე, როგორც უახლეს პროფესიაზე, საიდან მომდინარეობს, რა კავშირები აქვს სხვა სპეციალობებთან, რისი ცოდნა სჭირდება ადამიანს, რომ გახდეს ნარატივდიზაინერი, რა პერსპექტივები აქვს ამ პროფესიას და […]
3 თებერვალს, 17:00-19:00 საათზე,- ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მორიგი ინტერდისციპლინური ვებინარი, რომელიც დაეთმობა მოკლევადიანი პროგნოზირებისა და დაგეგმვის ამოცანებს ელექტროენერგეტიკაში. საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ელექტროენერგიის მოთხოვნილების, ასევე გენერაციის შესაძლებლობებისა და ფასების საათობრივი პროგნოზირება. საჭირო ხდება შესაბამისი მეთოდური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული სისტემების განვითარება და დანერგვა, რაზეც დიდად […]
4 თებერვალს,17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ მეორე შეხვედრა. შეხვედრის თემა: „ᲐᲓᲠᲔᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲙᲣᲠᲘᲙᲣᲚᲣᲛᲘ ᲗᲐᲛᲐᲨᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝ 2-ᲓᲐᲜ 5 ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲓᲐ ᲨᲔᲠᲔᲣᲚᲘ ᲐᲡᲐᲙᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲯᲒᲣᲤᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ“ შეხვედრის მონაწილეები: ხათუნა დოლიძე, თამარ ბაქრაძე, ნინო ჯიჯავაძე დრო: 4 თებერვალი, 17:00 საათი შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა განაგრძობს საორიენტაციო შეხვედრებს აბიტურიენტებისთვის. 6 თებერვალს, 14:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა ტექნოლოგიების სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამების დამსაქმებელთან. შეხვედრის პირველ ნახევარში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას პროგრამების დასაქმების სფეროების შესახებ, გაიცნობთ სფეროს დამსაქმებლებს და გაეცნობით ინფორმაციას ტექნოლოგიების სკოლისა და სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლობის შესახებ. მეორე ნაწილი კი პროგრამის ხელმძღვანელებსა და დამსაქმებლებთან ერთად კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან არსებული Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი აცხადებს მოსწავლეების მიღებას სრულად დაფინანსებულ პითონის პროგრამულ კურსზე. დღეს პითონი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროგრამული ენაა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გადავამუშაოთ მონაცემები და შევქმნათ სხვდასხვა აპლიკაცია. Კურსის მიზანია მოსწავლეებმა პითონზე ისწავლონ პროგრამირების საწყისები. ვისთვის არის განკუთვნილი კურსი? კურსი განკუთვნილია 15-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა განაგრძობს საორიენტაციო შეხვედრებს აბიტურიენტებისთვის. 6 თებერვალს, 21:00 საათზე, ტექნოლოგიების სკოლა შეგახვედრებთ საერთაშორისო მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებულ ქართველ ინჟინრებსა და მეცნიერებთან. შეხვედრაზე მიიღებთ ინფორმაციას პროგრამების დასაქმების სფეროების შესახებ, გაიცნობთ კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით დასაქმებულ წარმატებულ ქართველ ინჟინრებსა და მეცნიერებს და მოისმენთ მათი მიმდინარე პროექტების შესახებ. დასაქმების პერპექტივებსა და ინჟინერიაში კარიერული განვითარების […]