ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი STEM-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 8 ნოემბერს იმართება, აცხადებს პოსტერების კონკურსს ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის. კონკურსი მიზნად ისახავს STEM დარგის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიური, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით. 21-ე საუკუნე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეპოქაა, რომელშიც STEM (Science, Technology, Engineering, Math) მიმართულება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ის განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. აუცილებელია […]