BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201024T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201024T120000
DTSTAMP:20260501T101401
CREATED:20201022T113511Z
LAST-MODIFIED:20240201T114520Z
UID:10000710-1603540800-1603540800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოსტერების კონკურსი ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი STEM-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით\, რომელიც 8 ნოემბერს იმართება\, აცხადებს პოსტერების კონკურსს ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის. კონკურსი მიზნად ისახავს STEM დარგის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიური\, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით. \n\n21-ე საუკუნე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეპოქაა\, რომელშიც STEM (Science\, Technology\, Engineering\, Math) მიმართულება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ის განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. აუცილებელია საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდები მეტად იყვნენ ინფორმირებული ამ დარგის შესახებ. შესაბამისად\, კონკურსის მონაწილეებს მოუწევთ პოსტერების მეშვეობით დაგვანახონ ზოგადად STEM-ის მნიშვნელობა\, მისი აუცილებლობა და კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან\, რაც გაზრდის დაინტერესებასა და ჩართულობას.\nკონკურსის 10 საუკეთესო პოსტერის ავტორი 8 ნოემბერს ჟიურის წინაშე წარადგენს საკუთარ იდეას\, საბოლოოდ კი გამოვლინდება ორი გამარჯვებული\, რომელთაგან ერთი იქნება ხალხის რჩეული. ხალხის რჩეული პოსტერი ხმის მიცემით გამოვლინდება.\nხმის მიცემა 4 ნოემბრიდან ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ფეისბუქგვერდიდან იქნება შესაძლებელი.\n24 ოქტომბერს\, შაბათს\, 12:00 საათზე\, კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა\, რომელზეც ისინი დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ კონკურსის შესახებ\, გაეცნობიან ისეთ დეტალებს\, როგორებიცაა: ნამუშევრის შესრულების ფორმატი\, კონკურსში მონაწილეობის წესები და ა.შ.\n\nშეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ გრაფიკული დიზაინის პრინციპებსაც. \nკონკურსში მონაწილეობის პირობები \nპოსტერების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს – ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის (ამკ) წევრებს\, რომელთაც აქვთ სურვილი გამოხატონ აზრი თავიანთი კრეატიულობითა და ხედვით.\nთუ გსურთ კონკურსში მონაწილეობა\, მაგრამ არ ხართ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის (ამკ) წევრი\, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა https://goo.gl/forms/cL8x49y3WcNXdno53 და გახდით ჩვენი გუნდის წევრი. \nშესრულების ფორმატი: \n\nნამუშევრის ზომა უნდა იყოს A3 ფორმატის;\nიყოს ავტორის ორიგინალი ნამუშევარი;\nიყოს შესრულებული გრაფიკული დიზაინის ნებისმიერ პროგრამასა თუ ონლაინპლატფორმაში.\n\nტონი:\n\nპოზიტიური\, მოტივაციის მომცემი \nწესები:\n\nნამუშევრის ელფოსტაზე გამოგზავნით ადასტურებთ\, რომ ნამუშევარი თქვენი შექმნილია და\, შესაბამისად\, თქვენ ფლობთ საავტორო უფლებებს; \nკონკურსანტი კონკურსში მონაწილეობით ორგანიზატორებს ანიჭებს უფლებას\, საჭიროებისამებრ გამოიყენონ ნამუშევარი ვებგვერდზე\, გამოფენაზე\, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით). \nკრიტერიუმები:\n\nნამუშევარი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს და ნათლად გადმოსცემდეს სათქმელს.\nნამუშევართან ერთად მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ ტექსტი\, არა უმეტეს 150 სიტყვისა\, რომელიც ახსნის მათი პოსტერის იდეას. \nპოსტერები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: yexclub@iliauni.edu.ge \nელფოსტის სათაურში მიუთითეთ კონკურსის დასახელება\, კონკურსანტის სახელი და გვარი. \n ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2020 წლის 2 ნოემბერი\, 23:59 საათი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/posterebis-konkursi-iliaunis-akhalgazrda-mkvlevartha-klubebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58187.png
END:VEVENT
END:VCALENDAR