ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“ და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ერთად თანასწორობისთვის", რომლის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში, მულტიკულტურული საზოგადოების პატივისცემა. პროექტის ფარგლებში 18 მაისს, 15:00 გაიმართება ონლაინ შეხვედრა-დისკუსია პრემიერ მინისტრის მრჩეველთან ადამიანთა უფლებების საკითხებში ქ-ნ ლელა აქიაშვილთან. შეხვედრა ეძღვნება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო […]
19 მაისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმრები იქნებიან უმსხვილესი, საერთაშორისო აუდიტორული და საფინანსო მომსახურების დიდ ოთხეულში შემავალი კომპანიის, KPMG-ს HR მენეჯერი, სალომე კიღურაძე და HR სპეციალისტი, თეკო მევლუფიშვილი. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან შეხვედრებს ონლაინრეჟიმში. შეხვედრისას მომხსენებლები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: KPMG მსოფლიოში და […]
Cyber Talks-ის მომდევნო ლექციაზე გაგაცნობთ საინტერესო რეკომენდაციებს, რომელებიც შეიძლება გამოგადგეთ საყვარელი საქმის მოძებნის პროცესში. ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ კომერციული დირექტორი თამთა კალანდაძე გურული სიტყვებისა თუ ფრაზების დახმარებით გიამბობთ, როგორი შეიძლება იყოს სასურველი პროფესიისა და შესაძლებლობების ძიების პროცესი. ლექცია აგებულია 10 გურულ სიტყვასა თუ ფრაზაზე: 1. აანცება, ხელების დაკოტავება – აჟიტირება და მთების გადატიალების სურვილი; […]
საკონსულტაციო კომპანია ჯეპრადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“. მეხუთე შეხვედრის სტუმრები არიან მარიამ ლაშხი და ავთანდილ მღებრიშვილი. სტუმრების შესახებ მარიამ ლაშხი – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA, კრეატიული დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მღებრიშვილი – ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი თემა: „რესტარტიდან სტარტაპამდე“ დრო: 21 მაისი, 13:00 საათი ადგილი: ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი იწყებს შეხვედრების ციკლს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. შეხვედრებზე ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლები ისაუბრებენ აუტიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მოისმენენ მშობლების მოსაზრებებსა და უპასუხებენ შეკითხვებს. ციკლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები თემა: „ინტერაქციის ვიდეოანალიზი“ ფასილიტატორი: ნინო გოგიჩაძე, ფსიქოლოგი, პროფესიული საბჭოს წევრი დრო: 22 მაისი, 16:00 საათი ვრცლად: https://bit.ly/36ifSFX თემა: […]
22 მაისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან ლაკირბაია. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ილიაუნი – ვინ ვართ, რას და როგორ ვაკეთებთ; მუშაობა კერძო სექტორში VS საჯარო სექტორში – ძირითადი გამოწვევები; პანდემია […]
22 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ ფარგლებში გაიმართება პირველი შეხვედრა თემაზე: „ინტერაქციის ვიდეოანალიზი“. შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს ფსიქოლოგი, პროფესიული საბჭოს წევრი ნინო გოგიჩაძე. დრო: 22 მაისი, 16:00 საათი შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდიდან. შეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n
22 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ მეხუთე ვებინარი თემაზე: „ოჯახური ძალადობის პრევენცია“ COVID-19 ქმნის რისკის სიტუაციას ოჯახური ძალადობის თვალსაზრისით. ვებინარზე ვისაუბრებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ რისკების შესამცირებლად, ქვეყანაში რა სერვისები არსებობს ამ პრობლემასთან […]
შემდეგ Cyber Talks-ზე თამაშების შესახებ მოგიყვებით. პავლე ტაბატაძე და ცოტნე დევდარიანი გიამბობენ, რატომ გახდა მარტივი თამაშები ასეთი პოპულარული და როგორ გამოიმუშავებენ გეიმდეველოპერები ანაზღაურებას. ლექციაზე განვიხილავთ შემდეგ თემებს: თამაშების ისტორია; თამაშების სპეციფიკა და კატეგორიები; მომხმარებლების მოთხოვნა თამაშების მიმართ; მარტივი თამაშების პრინციპები და მაგალითები; რამდენიმე მარტივი თამაშის მუშაობის პრინციპების განხილვა; მონეტიზაცია თამაშებში; ალგორითმების მნიშვნელობა თამაშების მუშაობაში. გელოდებით […]