
19 მაისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმრები იქნებიან უმსხვილესი, საერთაშორისო აუდიტორული და საფინანსო მომსახურების დიდ ოთხეულში შემავალი კომპანიის, KPMG-ს HR მენეჯერი, სალომე კიღურაძე და HR სპეციალისტი, თეკო მევლუფიშვილი.
BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან შეხვედრებს ონლაინრეჟიმში.
შეხვედრისას მომხსენებლები განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
KPMG მსოფლიოში და საქართველოში
High performance culture – რას ნიშნავს ასეთ გარემოში მუშაობა?
ზრდის შესაძლებლობები რომლებსაც გაძლევთ BIG 4;
პანდემია, ცვლილები და KPMG-ს გეგმები
ვის ეძებს კომპანია და როგორ შეგიძლიათ შეუერთდეთ KPMG-ის გუნდს?
შეხვედრის ბოლოს სტუმრები უპასუხებენ აუდიტორიის შეკითხვებს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 18 მაისის 23:59 საათისა.
შეხვედრის ბმული გამოგეზავნებათ შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
დრო: სამშაბათი, 19 მაისი, 15:00 საათი.
[wpai_display_imported_files_here]