17 ივნისს, 18:30 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. ინსტიტუტის წევრი, პროფ. გრიგოლ ჯოხაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ოსიპ მანდელშტამი ქართულ კულტურაზე. ახალი ჰერმენევტიკა“. ლექციის მიზანი დიდი რუსი პოეტის, ოსიპ მანდელშტამის (1891-1938) ნარკვევის – ,,ზოგი რამ ქართულ ხელოვნებაზე“ – ხელახალი წაკითხვისა და გაანალიზების ცდაა. მანდელშტამი სამჯერ (1920, […]
18 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ დისკუსიაზე „აუტიზმი და ბავშვთა უფლებები – რა უნდა ვიცოდეთ?“ მომხსენებლები: ანა არგანაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აღმასრულებელი დირექტორი; თეონა ხუნაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; ია იაშვილი – ბავშვის განვითარების ინსტიტუტის […]
19 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში შეხვედრას გამართავს გარემოსდაცვითი არასამთავრებო ორგანიზაცია CENN. შეხვედრაზე განიხილება საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლა“, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ ბიზნესის სკოლის საბაკალავრო (III და IVკურსი) და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. CENN შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს: ექსპერტებისა და მენტორების დახმარებით შეიმუშავონ ბიზნესგეგმა მათთვის ყველაზე საინტერესო იდეებისათვის; დაესწრონ 4-დღიან ტრენინგს მწვანე ეკონომიკის […]
ინტენსიური ბუთქემფი ,,იფიქრე, როგორც მეწარმემ“ მოკლე აღწერა პროგრამის მიზანია განავითაროს სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სტუდენტური საწარმოების შექმნას შემოქმედებით ინდუსტრიებში. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური ბიზნესბუთ კემპ შეხვედრის სახით. სტუდენტებს საშუალება ექნებათ პროგრამის ფარგლებში გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები. დრო: 16 ივლისი, 09:30-20:00 სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები, […]
მოკლე სადოქტორო კურსი „სტატისტიკა და მონაცემების ანალიზი“ – 9-10 ივლისი აღწერა: კურსის მიზანია მონაცემთა მეცნიერების სხვადასხვა ასპექტთან გაცნობა, დაწყებული მონაცემთა ვიზუალიზაციიდან და კარგად დამკვიდრებული სტატისტიკური მეთოდებიდან (ერთგანზომილებიანი ანალიზი, მრავალგანზომილებიანი მეთოდები) დამთავრებული მონაცემთა მოპოვებით და მათი მანქანებზე შესწავლით. სტუდენტები თითოეულ თემაზე გაეცნობიან ძირითად ცნებებს, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით ანალიზის ჩატარების მაგალითები, ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია დამატებითი სასწავლო მასალების […]
20 ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ქოლგეითის უნივერსიტეტის პროფ. ალექსანდრ კარნის საჯარო ლექცია თემაზე:„წარსულის მედიაცია: ისტორიული დიალოგი, სამართლიანობა და შერიგება“. მომხსენებლის შესახებ ალექსანდრ კარნი, ქოლგეითის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული პროფესორი, ავტორია წიგნისა „წარსულის მედიაცია: ევროპის ჰოლოკოსტის კომისიები და ისტორიაზე უფლება“ (ვისკონსინის უნივერსიტეტი, 2009) და თანარედაქტორი (ელაზარ ბარკანთან ერთად) წიგნისა „შეცდომების სერიოზულად მიღება: […]
20 ივნისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა კაპანაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „მინდა პერპეტუმობილე გამოვიგონო“. თემის მოკლე აღწერა მოხსენება შეეხება საბუნებისმეტყველო განათლებას საქართველოში, ახალ გამოწვევებს. მომხსნებელი ისაუბრებს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების განათლების შესახებ. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: როგორ უნდა ვასწავლოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, რათა ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია, ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში და […]
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. წელს პრემია უცხოური რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისათვის გაიცემოდა. ჟიურის უნდა აერჩია 2014-2018 წლებში გამოცემული საუკეთესო თარგმანი. წლევანდელი კონკურსი გამორჩეული იყო შესაფასებელი თარგმანების რაოდენობითა და ხარისხით. განსახილველად სულ ასამდე უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი შემოვიდა. გამარჯვებული გახდა ლანა კალანდია, ესპანურიდან მარიო ვარგას ლიოსას ორი რომანის […]
20 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ დანიელი რეჟისორის, ნიკოლას ვინდინ რეფნის ფილმს „დრაივი“. მისტიკური ჰოლივუდის კასკადიორი სახიფათო როლების შესრულებითა და ღამღამობით ტაქსის მძღოლად მუშაობით ირჩენს თავს. ერთხელაც მეზობლის დახმარებას გადაწყვეტს, რითაც თავს საფრთხეში ჩაიგდებს. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. რეჟისორი: ნიკოლას ვინდინ რეფნი წელი 2011 ხანგრძლივობა: 1 საათი, 40 […]
21 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. გიგა ზედანიას საჯარო ლექციაზე: „თვითდახმარების მითი და თვითშემეცნების სიმართლე“. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 21 ივნისს, 12:00 საათამდე, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/Rrn9UNaD99rw2xmU6 *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში […]
21 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკასთან თანამშრომლობით ილიაუნის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გახმაურებული სერიალის „შავი სარკე“ ერთ-ერთი ეპიზოდის – „მთელი შენი ამბავი“ ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს. ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული […]
21 ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო პანელური დისკუსია „მეხსიერება, მშვიდობა და კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში“. დისკუსიას მართავს ბერნის უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროექტის „წარსულის გახსენება ამჟამინდელ კონფლიქტებში: სამოქალაქო საზოგადოება და სადავო ისტორია (1991-2017)“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს შვეიცარიის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდი. პანელის მომხსენებლები: კარმენ შაიდე (Carmen Scheide), ბერნის უნივერსიტეტი, შვეიცარია; უილეამ ბლეკერი (Uilleam Blacker), University College […]
25 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. მირია ლეკეს (ბოხუმი, გერმანია) საჯარო ლექცია: „პრივატულობა, პოლიტიკური აგენტობა და თვით-ის კონსტრუქციები დისიდენტთა ტექსტებში (სოლჟენიცინი, ვატი, ბირმანი)“. მომხსენებელი განიხილავს იმ ლიტერატურულ ხერხებს, რომელთაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა სოციალისტური ქვეყნის დისიდენტები მიმართავდნენ თავიანთი თვით-ის კონსტრუირებისათვის, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის პრაქტიკების გათვალისწინებით. მომხსენებლის შესახებ ბოხუმის […]