22 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ზუმაუთ პრე-აქსელერატორი უმასპინძლებს კოტე იანტბელიძეს, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს თემაზე: „საყოველთაო კრეატივი“. ინოვაციური აზროვნება და, შესაბამისად, ინოვაციური პროდუქტის შექმნა სხვა არაფერია, თუ არა არსებული პროდუქტის კრეატიული რაკურსით დანახვა და არსებული პრობლემის კრეატიული გადაჭრის გზის მოძებნა. კრეატიულობა არ არის მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭი, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. […]
22 ოქტომბერს, 11 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G 106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ტყის მდგრადი მართვა და ზრდის მოდელები“. მომხსენებლები: გიგია ალექსიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „საქართველოში ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები“ ლარს დროსლერი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „საქართველოში ტყის ზრდის შეფასებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია“ მარტინ გუდე – შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა […]
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი წაიკითხავს საჯარო ლექციას „აქვს და სჭირდება თუ არა სილიკონის ველს ეპისტემოლოგია?“ ("Does Silicon Valley Have and Need An Epistemology?“). ფილოსოფოსი ჰეგელი ოცდამეერთე საუკუნეში რომ დაბრუნებულიყო და კვლავ დაესვა თავისი აკვიატებული შეკითხვა – „სად მყოფობს გონი?“, იძულებული იქნებოდა, ყურადღება მიეპყრო ავანგარდისტი ინჟინრებისკენ, რომლებიც […]
22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ირაკლი ჩაკაბერიას საჯარო ლექცია თემაზე: „Star ექსპერიმენტი მძიმე იონების რელატივისტურ ამაჩქარებელზე“ თემის მოკლე აღწერა მძიმე იონების რელატივისტური ამაჩქარებელი ამჟამად ერთადერთი მოქმედი მაღალი ენერგიის ამაჩქარებელია აშშ-ში. მისი გამოყენებით აღმოაჩინეს ნივთიერების ახალი მდგომარეობა – კვარკ-გლუონური პლაზმა. დღესდღეობით RHIC-ის გამოყენება მხოლოდ ერთი დიდი ექსპერიმენტით – STAR (Silicon […]
23-24 ოქტომბერს ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ფორმისა და შინაარსის ძიებაში“. კონფერენცის მიზანია, წინ წამოწიოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული დღემდე ნაკლებად გამოკვლეული თემები, კრიტიკულად გადაისინჯოს ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობისა და პირველი რესპუბლიკისადმი მიდგომის აქამდე წამყვანი მეთოდები და პერსპექტივები, რათა გამოიკვეთოს, რა ბარიერები […]
23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ორი საჯარო ლექცია. ავსტრალიის ქირურგთა სამეფო კოლეჯის წარმომადგენელი, დოქტორი უილიამ ბრაუნი (William V. Braun) წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ბარიატრიული პროცედურების გართულებები“. ბარიატრიულ ქირურგიაში გამოყენებულ სხვადასხვა მეთოდს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები. დოქტორი ბრაუნი ისაუბრებს ქირურგიული ჩარევებისა და პოსტოპერაციული გართულებების შესახებ ბარიატრიული პროცედურების შემდეგ. ასევე ამ […]
2018 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტარტუს უნივერსიტეტი ჟან მონეს ,,ევროპათმცოდნეობის განვითარება კავკასიის რეგიონში“ ქსელის ფარგლებში გამართავენ დისკუსიას თემაზე: ,,საქართველო ევროპაში, ევროპა საქართველოში“. ღონისძიებაზე განიხილება ბოლო პერიოდის ორი პროექტი – ჟურნალის ,,რეგიონი: რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული კვლევები” (“Region: Regional Studies of Russia, Eastern Europe and Central Asia”) სპეციალური […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით იწყება საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. დღეს, 24 ოქტომბერს, 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჯიპას პროფესორი, დალი ბერეკაშვილი წაიკითხავს ამ კურსის პირველ ლექციას თემაზე: „ზოოფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპები“. ლექციის ძირითადი თემებია: ზოოფსიქოლოგიის მოკლე ისტორია; აქვთ თუ არა ცხოველებს ინტელექტი; ლაბორატორიული ექსპერიმენტები; ახალი […]
25-27 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე. კონფერენციის ჩატარების იდეა ეკუთვნის ექსი-მარსელის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პროფესორს, ალექსი ნუსელოვიჩს. ორგანიზატორები: პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი, კვლევითი ცენტრის რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი დირექტორი, პროფესორი ბელა წიფურია, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი, სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ბერლინის […]
26 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის უფლება გამჭვირვალობისა და მასობრივი თვალთვალის ეპოქაში“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე განა იუდკივსკა ისაუბრებს პირადი ცხოვრების ცნების განვითარებასა და მის მოლოდინებზე, საინფორმაციო სივრცის მზარდ მოთხოვნებზე, რეპუტაციის მნიშვნელობაზე (უფლება დავიწყებული იყო) და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მასობრივი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. 26 ოქტომბერს, 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი წაიკითხავს ამ კურსის მეორე ლექციას თემაზე: „ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი“ ლექციის ძირითადი თემებია: ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი; ცოფის ისტორია; საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა; […]
26 ოქტომბერს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ტრენტის უნივერსიტეტის პროფესორი, ანთროპოლოგი პოლ მენინგი წარმოადგენს კვლევას „ბაღების ქალაქი: ძველი თბილისის სამი ბაღის ჰეტეროტოპია“. ერთ დროს თბილისს, კალას, გარეუბანი ან გარეთუბანი ჰქონდა შემორტყმული დიდი ბაღებით. მე-18 საუკუნეში ბაღების სიმრავლეზე წერს ვახუშტი ბატონიშვილიც. ამ თვალით თუ შევხედავთ, იმ პერიოდის თბილისი ტიპური სპარსული ქალაქი იყო, სადაც ცენტრი და გარეუბნები მკვეთრად […]