29 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სავლე წერთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის თარგმანების სერიის „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის" მე-10 წიგნის – „რენე დეკარტი. ფილოსოფიური ტრაქტატები" – პრეზენტაცია. გადამუშავებული გამოცემა მოიცავს დეკარტის არა მხოლოდ აქამდე ნათარგმნ ფილოსოფიურ ტექსტებს, არამედ ახალ თარგმანსაც ტრაქტატისა „წესები გონების წარმართვისათვის". ამიტომ კრებული მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს დეკარტის ხუთივე ფილოსოფიურ ტრაქტატს (წესები გონების წარმართვისათვის, […]
30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევის ლაბორატორია საუნივერსიტეტო პროექტის „კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან“ ფარგლებში წარმოადგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ერთობლივი ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. უკვე მეორე წელია, მთა ნაზარლებზე (შირაქი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნაქალაქარს შეისწავლის ილიას […]
11 ოქტომბერს 90 წელი შესრულდა ვირჯინია ვულფის რომანის, „ორლანდოს“, გამოცემიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით 30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რომანის შესახებ ისაუბრებენ: მთარგმნელი ლელა დუმბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ჩხეიძე, დოქტორანტები: დავით ცარიელაშვილი, ნოდარ გოცირიძე, მაგისტრანტი ქეთევან გახოკია. დრო: 30 ოქტომბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]
ვირჯინია ვულფის „ორლანდოს“ 90 წლის აღსანიშნავად 11 ოქტომბერს 90 წელი შესრულდა ვირჯინია ვულფის რომანის „ორლანდო“ გამოცემიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით 30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რომანის შესახებ ისაუბრებენ: მთარგმნელი ლელა დუმბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ჩხეიძე, დოქტორანტები: დავით ცარიელაშვილი, ნოდარ გოცირიძე, მაგისტრანტი ქეთევან გახოკია. დრო: 30 ოქტომბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ […]
1-ლ ნოემბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ თიბისი ბანკის წარმომადგენლები. თიბისი ბანკში გამოცხადებულია მიმდინარე სტუდენტური ვაკანსიები მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერის,ასევე აქციის დროებითი თანამშრომლის პოზიცაზე. ბანკში დასაქმების მსურველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვედრაზე საშუალება ექნებათ, მოისმინონ დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში შეავსონ სააპლიკაციო ფორმები, რის საფუძველზეც ბანკის ადამიანური რესურსების […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. 1-ლ ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ძაღლების ფსიქოლოგი ნოდარ მანჩხაშვილი წაიკითხავს ამ კურსის მესამე ლექციას თემაზე: ,,ძაღლების ფსიქოლოგია“. ლექციის ძირითადი თემებია: რა მეთოდები გამოვიყენოთ ძაღლის გასაწვრთნელად; ძაღლის პიროვნების ოთხი შემადგენელი ნაწილი; რა სჭირდება ძაღლს ადამიანისგან ყველაზე მეტად; […]