მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ქცევის ლიცენზირებული ანალიტიკოსი ჰეზერ უაითი, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს აუტიზმის და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან ბაღისა და სკოლის გარემოში მომუშავე […]
21 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. პირველ შეხვედრაში საქართველოს უნივერსიტეტთან დიდი ანგარიშით გამარჯვების (96:43) შემდეგ, ილიაუნის გუნდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება. ჩემპიონატს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობს 20 უმაღლესი სასწავლებლის, მათ […]
21 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ევროპის კოლეჯის წარმომადგენლები ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ევროპის კოლეჯი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სტიპენდიებს ევროპისმცოდნეობის ერთწლიან სრულ სამაგისტრო პროგრამებზე ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში (პოლონეთი). შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები: ვარშავის კამპუსი: ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინარული პროგრამა ბრიუგეს კამპუსი: ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია ევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული […]
21 ნოემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საჯარო ლექციას წაიკითხავს შვეიცარიელი ანთროპოლოგი და სოციოლოგი, პროფესორი ქრისტიან ჯორდანო. ლექციის თემაა: Europe: Cores, Peripheries and Postcolonial Relations. ლექციის დასრულების შემდეგ, პროფესორს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. მომხსენებლის შესახებ ქრისტიან ჯორდანო (Christian Giordano) შვეიცარიელი ანთროპოლოგი და სოციოლოგი, ფრიბურგის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სოციალური […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი იწყებს ლექციათა სერიას: „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“. სალექციო კურსის ფარგლებში, მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე, მეწარმეობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. 21 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, […]
14-20 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni), გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ჩაატარეს მეიქათონი - „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“. პროექტში მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრნენ, შემდეგ კი, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტების მენტორობით, იდეის პირველადი პროტოტიპები […]
22 ნოემბერს, 16:30 საათზე, ილიას უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (აუდიტორია S501) მოეწყობა იტალიელი რეჟისორის, ერმანო ოლმის, დოკუმენტური ფილმის - „ვაზი კლდოვანი მთის ფერდობებზე“ - ჩვენება. ერმანო ოლმი ოქროს პალმის რტოსა (კანის კინოფესტივალი, 1978) და ოქროს ლომის (ვენეციის კინოფესტივალი, 1988) მფლობელი რეჟისორია. დრო: 22 ნოემბერი, 16:30 საათი ადგილმდებარეობა: აუდიტორია S501 (გ. წერეთლის ქ. #3), ილიას სახელმწიფო […]
22 ნოემბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები: 2016/17 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის 2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის შეხვედრას ასევე დაესწრება საქსიონის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) წარმომადგენელი, რომელიც ისაუბრებს კონკრეტულად საქსიონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსებული მობილობების შესახებ. საკონტაქტო ინფორმაცია: საგარეო ურთიერთობების […]
მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები, გოგონები). ჩემპიონატი ჩატარდება ილიას ბაღში არსებულ მაგიდის ჩოგბურთის კლუბში. კენჭისყრა გაიმართება 17 დეკემბერს, შეჯიბრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტუდენტურ უნივერსიადაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ […]
22 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgia-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, კომუნიკაციების და ბრენდინგის სპეციალისტი, მედიაპროდიუსერი, ზაქარია ზალიკაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას. მომხსენებლის შესახებ თბილისის ბიზნესის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ზაქარია ზალიკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა და დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტის კინო- და ტელეხელოვნების ფაკულტეტი, სპეციალობით - კინორეჟისურა. პროფესიული გამოცდილება მიიღო საქართველოს სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგის […]
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ქცევის ლიცენზირებული ანალიტიკოსი ჰეზერ უაითი, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისთვის. ტრენინგის თემები: აუტიზმის მიმოხილვა; ქცევის გამოყენებითი ანალიზის გამოყენება […]
24 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“. მომხსენებელი ისაუბრებს საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის განვითარების პროცესზე და მასში უცხოური გამოცდილების საუკეთესო მაგალითების გამოყენებაზე. საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის […]
24 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის ფუტსალის ნაკრები, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს ღია სასწავლო უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს. შეხვედრა ჩატარდება სპორტკომპლექსში "არენა-1" (უნივერსიტეტის ქ. N2). დრო: 24 ნოემბერი,19:00 საათი ადგილმდებარეობა: სპორტკომპლექსში "არენა-1" (უნივერსიტეტის ქ. N2).
მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ბილიარდში (სახეობა „პული“ (8)). ჩემპიონატი ჩატარდება საბილიარდო კლუბში „რიო“. კენჭისყრა გაიმართება 23 დეკემბერს, შეჯიბრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტუდენტურ უნივერსიადაზე, რომელიც ჩატარდება 2017 წლის იანვარში. დაინტერესების […]
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ქცევის ლიცენზირებული ანალიტიკოსი ჰეზერ უაითი, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას: „სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიღება ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეშვეობით“. დრო: 25 ნოემბერი, […]
25 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ბალთაზარის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ზაგრები, ხორვატია) პროფესორი, ალანლაბუსი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ხორვატი ერის ფორმირების პროცესი XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის ბოლომდე“. პროფესორი ალან ლაბუსი, ამავე დროს, ზემოხსენებული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობს. დრო: 25 ნოემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
21-25 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ორგანიზებით, ილიაუნის ეწვევა გერმანელი არქიტექტორი და ქალაქდამგეგმარებელი, O&O Baukunst სახელოსნოს ბერლინის ოფისის ხელმძღვანელი, მარკუს პენელი. იგი ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებთან ერთად იმუშავებს პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს ქალაქში არსებული მიტოვებული ინდუსტრიული ნაგებობების გამოყენებით ფუნქციურად ახალი უბნების ჩამოყალიბებას და არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას. მარკუს პენელი ილიაუნის სტუდენტებს წარუდგენს რამდენიმე […]
25 ნოემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, განათლების საკითხების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „განათლების სისტემის პრივატიზაცია. პრობლემები და პერსპექტივები“. სახელმწიფოს მრავალი მარცხის საპასუხოდ, მოაგვაროს განათლების სისტემის პრობლემები, მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილი განათლების დაწესებულებების განსახელმწიფოებრიობაში ეძებს გამოსავალს. მათი აზრით, კერძო განათლების სისტემა უკეთეს საგანმანათლებლო შედეგებს, განვითარების […]