24 და 25 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის განათლების სკოლისა და საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დაპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით შედგება სემინარი, რომელშიც მონაწილეობენ ესტონეთის მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, ტარტუსა და ტალინის უნივერსიტეტების განათლების მიმართულების პროფესორები, ქართველი განათლების ექსპერტები. სემინარზე განხილული იქნება უნივერსიტეტის როლი მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების ჩამოყალიბებასა და […]
25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის საჯარო ლექციების ყოველთვიური სერიის ფარგლებში, ჩატარდება საჯარო ლექცია: „საგანმანათლებლო სტანდარტები ადრეულ განათლებაში“. ლექციას გაუძღვებიან ადრეული განათლების სტანდარტების ავტორები, ნინო ჯიჯავაძე და თამთა კუხალეიშვილი. ლექციაზე საუბარი შეეხება სტანდარტების მნიშვნელობას ადრეულ განათლებაში, სტანდარტების შინაარსობრივ მხარეს, მათ დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და გადაჭრის გზებს (საქართველოს მაგალითი). დრო: 25 ოქტომბერი, […]
26 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D404 აუდიტორიაში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება ძველებური მუსიკის სპეციალისტების, თაის ბაარსელის (ნიდერლანდები) და ქეთევან შენგელიას (საქართველო-გერმანია) მასტერკლასი ბაროკოს ეპოქის საანსამბლო ხელოვნებაში. მასტერკლასის მიზანია ბაროკოს ეპოქის საკრავებისა და საანსამბლო ხელოვნების სპეციფიკის გაცნობა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ თავად შეასრულონ ნაწარმოებები, არამედ მოისმინონ ბაროკოს ეპოქის ფლეიტისა და კლავესინის […]
27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება „შვილები მშობლებისათვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“. ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა აღიარებული. ამ თვეში მთელი მსოფლიო სხვადასხვა აქტივობით ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს კიბოს ადრეული […]
27 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 404 აუდიტორიაში, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის ინიციატივით, ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებისთვის ჩატარდება ცნობილი ავსტრიელი ჯაზ-მუსიკოსების, ათანას დინოვსკისა და პაულ შუბერტის, ვორკშოპი, ხოლო 17:00 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში გაიმართება ამ მუსიკოსების კონცერტი. ღონისძიებები ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის და მუსიკის ცენტრებისა და ევგენი […]
27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, ერთობლივი პროექტის - „წიგნის საათი“ - ფარგლებში,გიწვევთ რიგით მეორე შეხვედრაზე. ჟურნალისტი და ფილოლოგი დავით პაიჭაძე სერგეი დოვლატოვის შესახებ ისაუბრებს. სერგეი დაოვლატოვი მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარული რუსი მწერალია, რომლის წარმატებას 1979 წელს საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში ემიგრაციამაც შეუწყო ხელი. მან […]
28-29 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის მოწვევით, ავსტრიელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე, უტე აიზინგერი, გერმანული ენის მასწავლებლებისა და სტუდეტებისათვის წაიკითხავს მოხსენებას და ჩაატარებს ვორკშოპს. შეხვედრების განრიგი დრო: 28 ოქტომბერი, პარასკევი, 18:00 საათი მოხსენება თემაზე: Einführung in die Kaffeehauslitertur ადგილმდებარეობა: S507 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი სამუშაო ენა: გერმანული დრო: 29 […]
28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორთან, ზაალ კიკვიძესთან. შეხვედრის თემა: ეთნობოტანიკური ექსპედიციები საქართველოში ეთნობოტანიკურ კვლევებს საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა, თავად ტერმინი „ეთნობოტანიკა“ ახლა მკვიდრდება ჩვენში. ეთნობოტანიკა გულისხმობს ადამიანის და მცენარის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლას. ასეთ კვლევებში საველე ექსპედიციები დიდ როლს თამაშობს. […]