21 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, პარი 8 ვენსენ სენ-დენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი, მათიო რენო, წაიკითხავს საჯარო ლექციას - "მუსლიმური კომუნიზმის იდეა: მირსაიდ სულთან გალიევი (1892-1940)". ლექციაში მიმოხილული იქნება ძირითადი ნიშნები მუსლიმური კომუნიზმისა, რომელიც 1917-დან 1928 წლამდე განვითარდა, ანუ, მისი ძირითადი შემოქმედისა და […]
21 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილთან. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ვაჟა-ფშაველა, როგორც ახალი ადამიანის შემოქმედი; ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი; ვაჟა-ფშაველას მემკვიდრეობა მეოცე საუკუნეში; ვაჟა-ფშაველა - ჩვენი წინამძღოლი მომავალში; ვაჟა-ფშაველა - ევროპული ღირებულებების დამამკვიდრებელი; ვაჟა-ფშაველა და მსოფლიო. დრო: 21 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]
21 დეკემბერს, 19:00 საათზე, GameLab Iliauni-ში (H კორპუსი) ცნობილი თამაშების შემქმნელი და დიზაინერი მარკ რაინ-ჰაგენი (Mark Rein-Hagen) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „რა არის თამაშების დიზანი? პრაქტიკული რჩევები“. ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე. ლექციის შემდეგ დაგეგმილია მარკ რაინ ჰაგენის მიერ შექმნილი თამაშის - Board Game “I AM ZOMBIE“ - სესია. დასწრება თავისუფალია. ადგილები შეზღუდულია, იჩქარეთ დარეგისტრირება. სარეგისტრაციო […]
22 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი", მედიის განვითარების ფონდის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის მედიაკონკურსის - „ტოლერანტობის პრიზი 2015" - გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გაიმართება მედიის განვითარების ფონდის ახალი ინტერნეტპორტალის - www.notophobia.ge - პრეზენტაცია. „ტოლერანტობის პრიზი“ მედიის განვითარების ფონდმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და გაეროს ასოციაციამ 2014 წელს დააწესეს. იგი გადაეცემა ჟურნალისტებს და […]
22 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, ტრენერი და კონსულტანტი ფინანსების, გაყიდვებისა და მენეჯმენტის დარგებში, ეკატერინე კაზმარაროვა, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: შენ გადაცურავ ზღვას ანუ როგორ შევადგინოთ კარგი CV.
22 დეკემბერს, სამშაბათს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი დერლუგიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას - კლასიკური მოდერნიზაციის ნახტომები: პოლონეთი და ოტომანური ეგვიპტე, გერმანია და რუსეთი (The Classical Modernization Spurts: Poland and Ottoman Egypt, Germany and Russia). ლექცია ტარდება ლექციათა ციკლის - "კრიზისი და კრიტიკა" - ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური […]
23 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" შედგება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევრაზიულობის თეორია დასაქართველო“ - ფარგლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. თინათინ ბოლქვაძე: "ენობრივი კავშირი: ევრაზიულობის თეორიის გეოლინგვისტური პრობლემები" მონოგრაფიაში გამოყენებულია ევრაზიული თეორიის ფუძემდებელთა და მიმდევართა საარქივო მასალები, რომლებიც მოძიებულია პრაღაში, პარიზის ტურგენევის სახელობის რუსულ ბიბლიოთეკაში, ნანტერის უნივერსიტეტისთანამედროვე […]
23 დეკემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ლელა რეხვიაშვილის საჯარო ლექცია: მცირე მოვაჭრეობა და უხილავი მოძრაობა მარკეტიზაციის წინააღმდეგ. პოსტრევოლუციური მთავრობის (2003-2012) მიერ მარგინალიზებული ჯგუფების, გარემოვაჭრეების, დევნილების, ღარიბების, თბილისის ცენტრალური უბნებიდან განდევნას არსებული ლიტერატურა მთავრობის მიერ ქალაქის ორიენტალური, „ჩამორჩენილი“ იერსახის (მათ მიერ აღქმული) ევროპული, […]
23 დეკემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში შედგება წლის ბოლო, შემაჯამებელი „სიტყვის სახელოსნო“. შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი საკუთარ ლექსებს წაიკითხავს. დრო: 23 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
24-25 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორიაში, გაიმართება გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილიიქნება მოხსენებები ქართულ–აღმოსავლური ენობრივი და ლიტერატურული კონტაქტების, აღმოსავლური ლიტერატურის, ხელოვნების, ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ; შეჯამდება ინსტიტუტის თანამშრომელთა სამეცნიერო საქმიანობა გასული წლის განმავლობაში. დრო: 24-25 დეკემბერი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 201 აუდიტორია გ. წერეთლის ქ. #3) კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.
24 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ქართული არმია XXI - საქართველოს შეიარაღებული ძალები მოსალოდნელი ტრანსფორმაციის პირობებში“. ლექცია ჩატარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, რაც საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით ახალგაზრდა ლიდერებთან და სტუდენტებთან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა რეგულარულ შეხვედრებს […]
24 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, თათული დუშუაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე -კონკურენტი მეზობლად. დასწრება თავისუფალია.
25 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 205 აუდიტორიაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ გიწვევთ ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, თამარ გურჩიანის, საჯარო ლექციაზე: "ვის სჯერა ადამიანის უფლებების?" ლექცია ჩატარდება პროექტის - “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” - ფარგლებში, კანადის მთავრობის ადგილობრივი ინიციატივების მხარდამჭერი ფონდის ხელშეწყობით. ლექციაზე განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ორთოდოქსიის საკითხი - […]
25 დეკემბერს, პარასკევს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ცნობილი შვეიცარიელი ქართველოლოგი, პიანისტი და მუსიკათმცოდნე, თომას ჰოიზერმანი (Thomas Häusermann) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "გრიგოლ რობაქიძე ავანგარდიზმისა და კონსერვატიზმის მიჯნაზე". ლექციის დასრულების შემდეგ ბატონ თომას ჰოიზერმანს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. თომას ჰოიზერმანის შესახებ თომას ჰოიზერმანი დაიბადა 1947 წლის 31 მარტს შვეიცარიაში, […]
26 დეკემბერს, შაბათს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის III სამეცნიერო კონფერენცია - "ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები". კონფერენციის ფარგლებში, მოეწყობა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის - "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" - პირველი ნომრის პრეზენტაცია. იგი ერთადერთი ქართულენოვანი ჟურნალია ჯანდაცვისა და დაზღვევის მიმართულებით. ჟურნალი წელიწდეულია და გამოდის როგორც ელექტრონულად, ასევე […]
26 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია. პროექტი - სახელწოდებით, საქართველოს პროსოპოგრაფია. პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი - მოამზადა ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის ჯგუფმა რატი გუმაშვილის, ნინო დობორჯგინიძის (პროექტის ხელმძღვანელი), თამთა თხელიძისა და თამარ კალხიტაშვილის (პროექტის კოორდინატორი) შემადგენლობით. პრეზენტაციის ფარგლებში, […]