Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ თამარ გურჩიანის საჯარო ლექცია: ვის სჯერა ადამიანის უფლებების?

დეკემბერი 25, 2015 / 12:00

25 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 205 აუდიტორიაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ გიწვევთ ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, თამარ გურჩიანის, საჯარო ლექციაზე: “ვის სჯერა ადამიანის უფლებების?”

ლექცია ჩატარდება პროექტის – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – ფარგლებში, კანადის მთავრობის ადგილობრივი ინიციატივების მხარდამჭერი ფონდის ხელშეწყობით.

ლექციაზე განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ორთოდოქსიის საკითხი – ადამიანის უფლებები, როგორც თანამედროვეობის სეკულარული რელიგია. ვის და რატომ სჯერა ან, საერთოდ, შეიძლება თუ არა გვჯეროდეს ადამიანის უფლებების? ლექციაზე აქცენტი გაკეთდება ადამიანის უფლებათა კრიტიკაზე ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სკოლის პერსპექტივიდან; განხილული იქნება მარი ბენედიქტე დემბორის ნაშრომი “ვის სჯერა ადამიანის უფლებების?” და პასუხი გაეცემა ნაშრომში დასმულ მნიშვნელოვან კითხვას: რატომ არ აქვს ადამიანის უფლებებს ეთიკური ავტორიტეტი მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად ასეთი დომინანტურია?

პროექტი – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობისა და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტთა ინფორმირებას გენდერისა და სექსუალობის საკითხებში და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნულ თემატიკაზე საჯარო ლექციების საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩატარება.

დრო: 25 დეკემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 205 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 25, 2015
Time:
12:00
Event Category:
Event Tags: