28 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია უნივერსიტეტში "ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრაზე მოწვეულები არიან ის სტუდენტებიც, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ამ პროგრამით გათვალისწინებული პირველი ეტაპი და უკვე უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის საფეხურზე […]
28 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში გაიმართება 2015 წლის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ყველა სტუდენტური კლუბი; ასევე, ცალკეულისამსახურები: სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი, ლიგამუსი, ილიაუნის ბიბლიოთეკა, ილიაუნის თეატრი, FABLAB Iliauni - მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, GAMELAB Iliauni -კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია, მეცნიერების პოპულარიზაციისპროექტები, ბიზნესინკუბატორი, ილიაუნის სპორტის სამსახური, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, […]
29 სექტემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრი წევრი მეწარმეებისთვის ატარებს ტრეინინგს "მარკეტინგული დაგეგმვა და გაყიდვების ზრდა". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ მეწარმეთა ცენტრი ტემპუსის (EANET - Entrepreneur Alumni Network) ფარგლებში მიმდინარე პროექტია, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით ჩართულია 15 უნივერსიტეტი ხუთი ქვეყნიდან(გერმანია, ჰოლანდია, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო). ცენტრის წევრობა შეუძლია ილიას სახელმწიფო […]
30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბროკის კოლეჯთან ერთად, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას - „დიდი თამაში“ და საქართველო: აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მე-19 საუკუნის I ნახევარში. კონფერენციის თემატიკას წარმოადგენს აღნიშნულ პერიოდში დიდ იმპერიებს (უპირველესად, ბრიტანეთსა და რუსეთს) შორის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ჰეგემონობისათვის გაჩაღებული კონკურენციის სხვადასხვა ასპექტი. […]
30 სექტემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Sciences Po Paris უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენელთან. Sciences Po Paris საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებული უნივერსიტეტია პარიზში, რომელიც სტუდენტებს სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით: პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, მედია და ჟურნალისტიკა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა […]
30 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ჰოლანდიელი ფსიქოტრავმატოლოგი, პროფესორი ბორის დროზდეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მოგზაურობა ჯგუფური ჩარევების სამყაროში: კლინიკური და სათემო მიდგომები მასობრივი ძალადობის მსხვერპლთა/გადარჩენილთა დასახმარებლად ლექცია შეეხება ჯგუფური თერაპიის/ინტერვენციის სხვადასხვა ფორმას, რომლებიც შემუშავდა და განვითარდა მასიური ძალადობის მსხვერპლთა (ომი, წამება და ა.შ) დასახმარებლად. ბატონი ბორის დროზდეკი აუდიტორიას წარუდგენს საკუთარი […]
30 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, სოციალური და კულტურის კვლევებისინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება პროფესორ ქრისტიან პროსის ლექცია: რევოლუცია და შეშლილობა. ქრისტიან პროსი ბერლინის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის, "შარიტეს", ემერიტუს-პროფესორი და ბერლინის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელია. ტრავმის, მედიცინისა და ადამიანის უფლებების შესახებ პუბლიკაციების გარდა, ქრისტიან პროსი ნაცისტურ სამედიცინო დანაშაულებებსა და აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური […]
23 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, ადიქტოლოგთა ასოციაციასთან და დამოკიდებულების კვლევით ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიასთან“ ერთად, ატარებს ტრენერთა ტრენინგს წამალდამოკიდებულების მკურნალობისა და პრევენციის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის. ტრენინგს გაუძღვებიან ადიქციის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო ცენტრის - ICCE (International Centre for Credentialing and Education of Addiction Professionals) - უცხოელი ტრენერები. ICCE კოლომბოს გეგმის […]
6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარი პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის თეატრი ითამაშებს სპექტაკლს „სეზარი და დრანა“. სპეციალურად ფესტივალისთვის, თბილისს ეწვევა და სპექტაკლს დაესწრება პიესის ავტორი, თანამედროვე კანადელი დრამატურგი იზაბელ დორე. „სეზარი და დრანა“ მონოსპექტაკლია და მოგვითხრობს ბოშა ქალზე, დრანაზე, რომელიც თავის ბებერ ცხენ სეზართან ერთად გზას მიუყვება და მას, ერთადერთ ახლობელ სულიერს, ესაუბრება. […]
2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ვორკშოპი და წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვება ლოზანის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ემერიტირებული პროფესორი, პატრიკ სერიო. ვორკშოპის თემაა სტრუქტურალიზმის ინტელექტუალური საფუძვლები 1920-30-იანი წლების ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში. თემა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეხება როგორც კულტურისა და აზროვნების ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს, ასევე რეგიონს, რომელსაც საქართველოც ეკუთვნის. როგორც ეპოქა, ისე […]