11 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ვორკშოპის - "სხვათა სივრცეები" - ფარგლებში, ჯგუფი Urban Experiments, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით, ილიაუნის სამეცნიერო კაფეში გთავაზობთ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექციას: "პოსტსაბჭოთა საჯარო სივრცე საქართველოში". საჯარო სივრცე, როგორც საზოგადოების წევრების მიერ თავისუფლად გამოყენებადი სივრცე, ირეკლავს თავად საზოგადოებას, რამდენადაც წარმოაჩენს მისი აზროვნებისა და ქმედების ჩარჩოებს. […]