14 აპრილს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან, ოთარ აბდალაძესთან. საუბრის თემა: მაღალმთის მცენარეულობა – კლიმატის ცვლილების ბიოინდიკატორი. შეხვედრაზე საუბარი შეეხება შემდეგ საკითხებს: რატომ მიიჩნევა მაღალმთის მცენარეულობა ყველა გლობალური ცვლილების, მათ შორის, კლიმატის ცვლილების მთავარ ბიოინდიკატორად; რა ფაქტორები მიუთითებს კლიმატის გლობალურ დათბობაზე; შეიმჩნევა თუ არა მცენარეულობის ტრანსფორმაცია და რა […]
14 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის -“Sapere Aude” - ფარგლებში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ჯგუფი - „ერთიანი ძალა Sapere Aude“ -წარმოადგენს თვითმმართველობის შესახებ არგუსის მეშვეობით ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას. მომხსენებლები: ლელა ბერიძე, გიორგი გუდაძე, მირანგულა მანჯავიძე და ირაკლი სულაბერიძე. დასწრება თავისუფალია.
15 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია ”იმედი L” ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე (გარე გაყიდვების მიმართულებით). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი და დასაქმდნენ სადაზღვევო ბაზრის ლიდერ კომპანიაში. სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასს, საკომისიოსა და დამატებით თანხას – […]
15 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება გერმანელ პარლამენტართა საჯარო ლექცია. ლექციის თემა: გერმანიის როლი ევროკავშირში მომხსენებლები: ბუნდესტაგის წევრები - ახალგაზრდული კავშირის ლიხტენბერგის რაიონული ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე CDU-ში, დოქტორი მარტინ პეტცოლდი; ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ილმის რაიონული ორგანოს თავმჯდომარე, ბატონი თანკრედ შიპანსკი. მოდერატორი: დავით აფრასიძე შეხვედრის მიზანი: მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ხედავენ […]
15 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში - ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე - ფსიქოანალიზის კლინიკური ასპექტები - პროცესი და ტექნიკა. ლექციას გაუძღვება საქართველოს ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტთა საზოგადოების წევრი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თამარ აზმაიფარაშვილი. ლექციაზე განხილული იქნება ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ძირითად კომპონენტები, ფსიქოანალიტიკურ ტექნიკა და […]
16 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „ადამიანის ძირითადი უფლებები 20 წლის გადმოსახედიდან“.ლექცია მიეძღვნება საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის იუბილეს. კონსტანტინე კუბლაშვილი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საქართველოს პარლამენტის აპარატში, იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის […]
16 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, უმასპინძლებს პროფესორ მუჰამედ შაფიქს, რომელიც ჩაატარებს ლექციას თემაზე: „რელიგიათაშორის დიალოგი“. უამრავი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი, მუჰამედ შაფიქი, რელიგიათა შორის ურთიერთობებისა და დიალოგის ცენტრის (Brian and Jean Hickey Center for Interfaith Studies and Dialogue) აღმასრულებელი დირექტორია; ის ასევე ორგანიზატორია […]
16 აპრილს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან, ზურაბ ჯავახიშვილთან. საუბრის თემა: რა იწვევს მიწისძვრებს საქართველოში? შეხვედრაზე განხილული იქნება სეისმურ პროცესზე დაკვირვებისა და კვლევის საკითხები. დრო: 16 აპრილი 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე, E 207 აუდიტორია დასწრება თავისუფალია.
16 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს მთარგმნელებს, ილია გასვიანსა და ანზორ აბჟანდაძეს, რომელთაც 2014 წელს თარგმნეს ფრანგი რომანისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კლოდ სიმონის რომანი ”ფლანდრიის გზა“. ”ფლანდრიის გზა“ ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ერთ-ერთი ფინალისტი რომანია. მომხსენებლები ავტორის, რომანისა და თარგმნის პროცესის შესახებ ისაუბრებენ. დრო: 16 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის […]
16 და 17 აპრილს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში მიმდინარე თეატრალურ სეზონზე რიგით მესამე პრემიერა გაიმართება. თანამედროვე კანადელი დრამატურგის იზაბელ დორეს პიესაზე „სეზარი და დრანა“ რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა იმუშავა. „სეზარი დადრანა“ მონოსპექტაკლია და ბოშა ქალზე, დრანაზე მოგვითხრობს. დრანას როლს ლილი ხურითი თამაშობს, შემოქმედებითი ჯგუფიც მხოლოდ ქალებისგან შედგება. პიესა ფრანგულიდან ქეთი კვანტალიანმა თარგმნა, ორიგინალური მუსიკა სპეციალურად სპექტაკლისთვის კომპოზიტორმა […]
17 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მოწვევით, კიმ დიქსონი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”The best of marketing in small and big companies''. კიმ დიქსონს აქვს 25-წლიანი გამოცდილება მარკეტინგული სტრატეგიის, ორგანიზაციული ცვლილების მართვის კონსალტინგის, გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროებში. ის მუშაობდა IBM-სა და რამდენიმე ინტერნეტსტარტაპში, ასევე - მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებში. სხვადასხვა დროს […]
17 აპრილს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი თამარ ტალიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "რატომ უნდა ვისწავლოთ კრიტიკულად აზროვნება?!“. ლექციის დრო: 17 აპრილი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
17 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ნინო ჭიჭინაძის, წიგნის პრეზენტაცია. წიგნი - სახელწოდებით, ”ხატი: კულტი და ხელოვნება (ქართული ხატწერის ისტორიიდან)” - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2014 წელს გამოსცა. წიგნში, რომელიც სერიის - მოდერნულობის ისტორია და თეორია - მეხუთე ტომს წარმოადგენს, განხილულია შუა საუკუნეების საქართველოში ხატის შექმნისა […]
17 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ტიმ დინი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „მასმედიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში“. ტიმ დინი ამჟამად აღმოსავლეთ ანგლიაში (ნორვიჯის ეპარქია, დიდი ბრიტანეთი) ემსახურება სასულიერო პირების კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს. იგი 12 წლის განმავლობაში იყო BBC-ის მსოფლიო სამსახურის ერთ-ერთი პასუხისმგებელი თანამშრომელი და დაჯილდოებულია ისეთი დოკუმენტური პროგრამების შექმნისათვის, რომლებიც აშუქებდა […]
18 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" შედგება შეხვედრა მწერალ ბესო ხვედელიძესთან. სემიოტიკის კვლევითი ცენტრის პროექტის - "მწერლის ერთი მეტაფორა" - ფარგლებში, ბესო ხვედელიძე ისაუბრებსმეტაფორაზე: "მე - მოგზაური". მოგიყვებათ ფოტოამბებს, გამოგზაურებთ ტექსტებსა და სამყაროში... მწერალი წარადგენს თავის ახალგამოცემულ წიგნს "ცხოველთა რვეული". შეხვედრის დრო: 18 აპრილი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. […]