23 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორი (M.D., Ph.D), ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ნარკოპოლიტიკის დარგში, ტომაშ ზაბრანსკი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ყველაზე პოპულარული მცენარე: უნივერსალური მედიკამენტი თუ ეშმაკის ბალახი?“ ლექცია ჩატარდება პროგრამის - მარიხუანას მოხმარების პოლიტიკა UNGASS 2016 დღის წესრიგში - ფარგლებში. ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია.
23 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემა: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: მესამე მიახლოება - „სამოთხე“. ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: მიწიერი სამოთხიდან ზეციურ სამოთხემდე; […]
25 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ფონდ ”არქიმედეს” წარმომადგენლობა ესტონეთიდან. ესტონელი სტუმრები ილიაუნის სტუდენტებს უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში შეხვდებიან და ესტონეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობებს გააცნობენ. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. დრო: 25 თებერვალი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
25 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დისკუსია, რომლის მიზანიც საბჭოთა ოკუპაციის ხელახალი გააზრებაა. საბჭოთა ოკუპაციიდან 94 წლის შემდეგ ქართულ საზოგადოებაში კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და კითხვები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ისტორიული გამოცდილების შეფასებასთან: რამდენად არის თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია საბჭოთა ისტორიული ნარატივისგანთავისუფალი? რატომ იყო საქართველო ანექსიის განსაკუთრებული მოდელი? რა კავშირი აქვს ყოველდღიურ ცხოვრებას ოკუპაციასთან და რა შეიძლება ვისწავლოთ საკუთარი ისტორიიდან? საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებულ კოლონიალიზაციაზე და ანექსიის გამოცდილებაზე ისაუბრებენ […]
26 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ სენსორული ოთახის გახსნაზე. სენსორული ოთახის აღჭურვა შესაძლებელი გახდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” სოციალური პროექტის ფარგლებში. სენსორული ოთახი განკუთვნილია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან სენსორული ინტეგრაციის პროგრამის განსახორციელებლად. სენსორული ინტეგრაციის პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვის განვითარების ხელშეწყობას სენსორული შეფასების საფუძველზე განსაზღვრული სენსორული გამოცდილების უზრუნველყოფით.
26 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ახალი სერიის - "ფანტასტიკური ბიბლიოთეკის" - პრეზენტაციაზე. წარმოდგენილი იქნება სერიაში გამოცემული პირველი 6 წიგნი. "ყვავილები ელჯერნონისთვის"- დენიელ კიზი "ძნელია ღმერთობა"- ბორის და არკადი სტრუგაცკები "ტანმოხატული კაცი" - რეი ბრედბერი "კაცი მაღალ კოშკში" - ფილიპ კ. დიკი "ხიდი ტერაბითიაში" - ქეთრინ პატერსონი "მწვანეთითება ტისტუ" - მორის დრიუონი პრეზენტაციაზე წიგნები გაიყიდება 25%-იანი ფასდაკლებით. დრო: 26 თებერვალი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის […]
27 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - რელიგია და ტოლერანტობის კულტურა. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან განახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის […]