27 იანვარს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ბრიტანული და ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. ღია კარის დღეზე მიიღებთ ინფორმაციას 1.საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; 2.წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელ პროგრამებზე; 3.დაფინანსების საკითხებზე. University of South Florida USA: MBA, ფინანსები, მენეჯმენტი, ბიზნესი, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, განათლება, ტურიზმის მენეჯმენტი, ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, მარკეტინგი. University of Manchester UK: ინჟინერია, […]
27 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ქეთი გურჩიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "რამდენად საბჭოთაა რელიგიური გამოღვიძება საქართველოში: მოლაპარაკებების ტაქტიკა“. დასწრება თავისუფალია.
28 იანვარს 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა ატარებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას ბიზნესის სკოლაში მიმდინარე დასაქმების პროგრამების, მათ შორის, ამჟამად არსებული კონკრეტული ვაკანსიების შესახებ. დასაქმების სააგენტო ”ეიჩარი” (www.hr.ge) 2015 წლის 13-15 მაისს აცხადებს სტუდენტურ ვაკანსიებს თბილისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრისათვის. ყველა ვაკანსია ანაზღაურებადია. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე […]
28 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის მუსიკის ცენტრი ატარებს ეთნომუსიკოლოგიური კვლევის ჯგუფის ექსპედიციათა ანგარიშის პრეზენტაციას. ეთნომუსიკოლოგიური კვლევის ჯგუფის წევრები 2014 წელს იმყოფებოდნენ ორ ეთნომუსიკოლოგიურ შემკრებლობით ექსპედიციაში. ერთ ჯგუფს, 30 ივლისიდან 6 აგვისტომდე, დედოფლისწყაროს რაიონში, ხელმძღვანელობდა ნინო მახარაძე, მეორე ჯგუფს კი – 6-დან 13 აგვისტომდე, ბორჯომის რაიონში, ხელმძღვანელობდა თამაზ გაბისონია. ზემოხსენებული ექსპედიციების […]
28 იანვარს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი, „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში, გიწვევთ არქიტექტორისა და ქალაქმგეგმარებლის, ზურაბ ბაქრაძის, საჯარო ლექციაზე – „საარსებო გარემოს ტოტალიტარული დაგეგმვიდან ტოტალურ დაუგეგმავობამდე“. ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი: ”ჩვენს საარსებო გარემოში აისახა საზოგადოებრივი წყობის ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა დეფორმაცია, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. საბჭოური ტოტალიტარიზმი ნეოლიბერალურმა ავტორიტარიზმმა ჩაანაცვლა. […]
29 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის ასისტენტ-პროფესორთან, თეიმურაზ ზაქარაშვილთან. საუბრის თემა: "მზის აქტიურობის გრძელპერიოდიანი ცვლილებები და მათი პროგნოზირება". დაკვირვებები აჩვენებს, რომ მზის აქტიურობა გრძელპერიოდიან ცვლილებებს განიცდის. მზის ლაქების და დედამიწაზე რადიონუკლიდების ანალიზმა გამოავლინა დაახლოებით 1000, 350, 200 და100-წლიანი პერიოდები. ეს პერიოდები იხსნება მზის შიდა ფენებშიმაგნიტური […]
30 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ბიზნესის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა სახელწოდებით - ‘’სასურსათო ფასები 2014 წლის დეკემბერში დაცვლილებაზე მოქმედი ფაქტორები’’ - მოიცავს პერიოდს 1-ლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. კვლევის შედეგებთან ერთად, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სასურსათო საქონლის ქვეჯფუფების ფასების დინამიკა, ფასების ცვლილებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი და შეფასებები.
30 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი დავით მალაზონია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე -„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა“. ილიაუნის პროექტი - „ახალი განმანათლებლობა“ - ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიეროაღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, […]