26 იანვარს, 12 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის პროგრამის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტებისთვის...
ოთხშაბათს, 27 იანვარს, 6 საათზე, კაფე "ლიგამუსში" (ჭავჭავაძის 32), გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის მორიგ საღამოზე. პროფესორი ლევან ცაგარელი წაიკითხავს მოხსენებას...
ოთხშაბათს, 27 იანვარს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ.ჩოლოყაშვილის ქ.3/5, ავსტრიული ბიბლიოთეკა) გაიმართება პრეზენტაცია " კოსმოლოგიური სიმეტრიების ტესტირება კოსმოსური რელიქტური ფონის მეშვეობით". რელიქტური ფონის ფლუქტუაციები ასახავს ადრეულ სამყაროში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს.
შაბათს, 30 იანვარს, 14 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია) გაიმართება ავჭალის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ შესრულებული ტიხრული მინანქრის ნიმუშების გამოფენა და საუკეთესოებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
29 იანვარს, პარასკევს, 18:00 საათზე, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აწყობს მწერალ ოთარ ჭილაძის საღამოს, სადაც გაიმართება მწერლის ახალი წიგნის "100 ლექსის" პრეზენტაცია. საღამოს დაესწრებიან მოწვეული პოეტები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები და ა.შ.