Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ერთსემესტრიანი სამაგისტრო სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია

იანვარი 26, 2010 / 15:20

26 იანვარს, 12 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის პროგრამის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტებისთვის 2010 წლის სექტემბრიდან ფრიბურგის უნივერსიტეტში განხორციელდება ერთსემესტრიანი სამაგისტრო სასწავლო პროგრამა.

უნივერსიტეტის მაგისტრანტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ASCN პროგრამისა და მის ფარგლებში დაგეგმილი სტუდენტთა სასწავლო პროგრამის შესახებ. პრეზენტაციას გააკეთებს პროგრამის კოორდინატორი, დენის დაფლონი.

გთხოვთ, მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზ. 32 (ყოფილი სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო ინსტიტუტის შენობა), აუდიტორია №101.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 26, 2010
Time:
15:20
Event Category:
Event Tags: