19 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“. სამდღიანი მრავალდარგობრივი საერთაშორისო კონფერენცია პირველსა და მესამე დღეს (18, 20 აპრილს) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება. სხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი მკვლევრები ცენტრისა და პერიფერიის პერსპექტივიდან გააანალიზებენ […]
19 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ქართული ენის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება. განრიგი 15:00-15:10 – გახსნა პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, რექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 15:10-15:30 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ კონცეფციის წარდგენა პროფესორი თინათინ მარგალიტაძე, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი 15:30-15:40 – კონკურსის „შექმენი ქართული […]
20-22 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ევროპის დიგესტიური ქირურგიის (European Digestive Surgery 2023) მე-15 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის პროგრამა მოიცავს დიგესტიური მედიცინის ტრადიციულ გამოწვევებსა და თანამედროვე მიღწევებს, რომელთაც წარადგენს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების 30-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპიკერი. მომხსენებელთა შორის იქნებიან ქართული სამედიცინო საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. კონფერენცია ასევე მოიცავს […]
დრამა 2 მოქმედებად როდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, თუ წიგნები?! მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი რეჟისორი: ლუკა ინწკირველი მხატვარი: თეო კუხიანიძე კომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე ტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: პროფესორი – გიორგი ჯიქია მარინა – ანიკო შურღაია დანიელი – გიორგი ტაბიძე სპექტაკლის ხანგრძლივობა […]
დრამა 1 მოქმედებად როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესქაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, სადაც […]