25 აპრილს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია: მიმართვის ფორმები ახალ ქართულში. სტრუქტურა და ფუნქციონირება. ამ ნაშრომით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალი საერთაშორისო რეფერირებადი სერიის გამოცემას სახელწოდებით: ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა. გამოცემის შესახებ ამ მონოგრაფიით ავტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუს-პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის მეცნიერული აღწერისა […]
შავი კომედია 1 მოქმედებად რა შეიძლება მოხდეს, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან, დალევენ ჩაის, ან ყავას, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ, არა? დიახ, სწორედ ასე იწყება […]
კომედია 1 მოქმედებად კომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ, რომ მთავარი გმირი, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“, შეყვარებული წყვილის, […]
კომედია 1 მოქმედებად ჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული, დონა როზა ეწვიოს, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა, სწორედ ის დეიდა, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი 30 აპრილს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ილიაუნის T კორპუსში სკოლის მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის გამართავენ მასტერკლასებს. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მოკლე აღწერა: მასტერკლასის მონაწილეები გაეცნობიან სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმებს (ქოუჩინგი, სასწავლო ჯგუფები, კრიტიკული მეგობარი, გაკვეთილის შესწავლა, მენტორინგი) და მათი გამოყენების შესაძლებლობებს სკოლის […]