24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი“ პრეზენტაცია (იხ. http://manuscript.iliauni.edu.ge/). წიგნთან ერთად ირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს, კერძოდ, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO), რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-14 საუკუნის ქართული […]