16-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით გამართავენ ზამთრის სკოლას საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. ზამთრის სკოლის თემატიკა სკოლის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: რაოდენობრივი და თვისებრივი მიდგომები (მეთოდები) საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, მათ შორის ცდომილებისა და საიმედოობის გაზომვას, მონაცემთა ვიზუალიზაციას, ეთიკისა და გამჭვირვალობის საკითხების […]
17 ნოემბერს, 13:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის პროექტის „საჯარო სფეროს რეკონსტრუქცია საქართველოში“ ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე „საზოგადოებრივი აზრის კვლევა და დემოკრატია". მომხსენებლები პროფესორი მაიკლ ტრაუგოტი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტთა შორის რაოდენობრივი კვლევის მეთოდების კონსორციუმის პროგრამის ხელმძღვანელი; მსოფლიო და ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციების პრეზიდენტი; ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის […]
17 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება საქართველოს კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ კონცერტი. პროგრამაშია ირაკლი ცინცაძის, ოთარ ტატიშვილის, ნუგზარ ვაწაძისა და მაია ვირსალაძის ნაწარმოებები. დირიჟორი გიორგი შილაკაძე პროგრამა ირაკლი ცინცაძე კონცერტი კლარნეტისა და ორკესტრისათვის (მეორე რედაქცია -2021) სოლისტი - დიმიტრი ბოქოლიშვილი ოთარ ტატიშვილი. Exquartet (საორკესტრო ვერსია 2013) […]
16-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციისა (GAPOR) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ზამთრის სკოლა საზოგადოებრივი აზრის კვლევების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკისა და მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის კვლევების ასოციაციების (AAPOR, WAPOR) ყოფილმა პრეზიდენტებმა, პროფესორებმა მაიკლ ტრაუგოტმა და პიტერ მილერმა. ზამთრის სკოლას ასევე უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს […]
18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება FrontSpot საქართველოს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტნიორობას გაუწევს ტექნოლოგიური კომპანია EPAM Georgia. შეხვედრას გამართავენ: ევგენი ბორდუნოვი, წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი – V8 memory management მოხსენების თემა: მოხსენება შეეხება V8 მეხსიერების მენეჯმენტს – როგორ იყენებს და, საჭიროების შემთხვევაში, ათავისუფლებს V8 მეხსიერებას. გავიგებთ მეტს ე.წ. ნაგვის შეგროვების მექანიზმების შესახებ და […]
18 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“, კომედია ერთ მოქმედებად. სპექტაკლის შესახებ რა ხდება მაშინ, როდესაც ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ, სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… არსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები, […]