Designed to be a meeting place for scientists, policymakers, and practitioners from the Caucasus region and beyond, the third Caucasus Mountain Forum (CMF3) follows in the footsteps of CMF1 (2016) and CMF2 (2019) as a crucial opportunity for constructive interaction between scientists, governmental experts, and practitioners; with debate on opportunities and challenges and contributions to the improved coordination […]
8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება კავშირ „საფართან” თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე სახალხო დამცველის კანდიდატებთან. მომხსენებლები ანა აბაშიძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი, ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი გიორგი ბურჯანაძე, საქართველოს […]
8 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „ძალად ექიმი“, კომედია ერთ მოქმედებად. სპექტაკლის შესახებ კომედია მოგვითხრობს, როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ, რომ მთავარი გმირი, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება შეუძლია. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზარმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება, […]
9 ნოემბერს, 14:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფონდი „აი ია“ გამართავს ელექტრონული წიგნის „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ პრეზენტაციას. წიგნში აღწერილია სმენადაზიანებული ბავშვების რეაბილიტაციის სამედიცინო, ტექნიკური და ფსიქოსაგანმანათლებლო მეთოდები, მოცემულია ინფორმაცია სასმენი აპარატების, კოხლეარული და ტვინის ღეროს იმპლანტების, ბავშვების სმენის პროთეზირების თავისებურებათა შესახებ, განხილულია მეტყველების განვითარების სმენითი მეთოდი. პედაგოგიურ და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, სმენითი რეაბილიტაციის […]
დებატების კლუბები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტში არსებობს და მათ პოპულარობას ხელს უწყობს თამაშის ფორმა, რომელიც სტუდენტებს ახალი სამომავლო კარიერისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ დებატების კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ ილიაუნის ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებსაც სამომავლოდ შეეძლებათ მონაწილეობა დებატების ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც მუდმივად იმართება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ეგიდით. ეს ინსტიტუტი საერთაშორისო […]
10 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით, თანამედროვე ისტორიის სემინარების სერიის ფარგლებში, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის ისტორიის საუკეთესო მკვლევარი, პროფესორი დომენიკ ლივენი დისტანციურ ფორმატში პლატფორმა ზუმის გამოყენებით გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: იმპერიების არსი, განვითარების თავისებურებები და საბოლოო ბედი. შეხვედრაზე პროფესორი ლივენი ასევე ისაუბრებს 2022 წელს გამოცემულ თავის წიგნზე […]
10 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „სკამები“, აბსურდული კომედია ერთ მოქმედებად. სპექტაკლის შესახებ სამი რეალური პერსონაჟი უამრავი რეალური სკამისა და მოჩვენებითი სტუმრების გარემოცვაში, რომლებსაც ეჟენ იონესკოს პიესის გმირები ხვდებიან, სიახლეებს უზიარებენ, ეჭორავებიან. ორატორიც მალე უნდა მოვიდეს და წაიკითხოს მოხსენება ახალი აღმოჩენის შესახებ. სტუმრები მთელი სამყაროა, ადამიანებიც და ღმერთიც, ხოლო აღმოჩენა – ცხოვრების […]
12 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „უხერხემლო“, დრამა ერთ მოქმედებად. სპექტაკლის შესახებ როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს […]