Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორი განახლებული ფორმატით იწყება. 12-კვირიანი პროგრამა მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად. პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბსა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია „ექსპლორიუმთან“ ერთად აცხადებს პროექტის „მოსწავლეთა კონფერენცია“ მონაწილეების შესარჩევ კონკურსს. კონფერენციაზე მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით უნდა წარადგინონ ციფრული პროექტი: სხვადასხვა სირთულის თამაში, ანიმაცია ან ჭკვიანი აპლიკაცია, შექმნილი ვიზუალური პროგრამირების ერთ-ერთ გარემოში, SCRATCH-ში. პროექტი განკუთვნილია IV-VII კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ფარგლებში ან არაფორმალური განათლების ცენტრების დახმარებით […]