2021 წლის მაისსა და ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და HR Hub-ის მხარდაჭერით გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების პროფილური დასაქმების ფორუმები და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. დასაქმების ფორუმის ღონისძიებები გაიმართება დისტანციურად, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებსა და […]
მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ კარიერული განვითარების უფასო ვორკშოპებს. თითოეული ვორკშოპი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის დამსაქმებელთან ურთიერთობისთვის აუცილებელი ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: CV-ის შედგენის ტექნიკა, ინტერვიუ დამსაქმებელთან, სამოტივაციო წერილის წერა და საქმიანი კორესპონდენცია. ვორკშოპებზე დასწრება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად. მონაწილეობის მსურველებს საშუალება […]
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს ონლაინჩემპიონატს სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი ჩატარდება 1-ლ ივნისს. ტურნირი გაიმართება შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს - 10 წუთი პარტიის ბოლომდე. შეჯიბრებაში მონაწილე სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ვებსაიტზე www.chess.com. ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მონაწილეები ელფოსტით მიიღებენ „ონლაინკლუბის“ ბმულს, რომელშიც უნდა გაწევრიანდნენ. Chess.com-ზე რეგისტრაციისას სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ […]
2 ივნისს, 11:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი გაუძღვება ვებინარს „მომავლის პროფესიები“. ვებინარს შემოერთდებიან უნილაბის კურსდამთავრებულები შემდეგი თემებით: ქეთი ფილიშვილი, ფრონტენდდეველოპერი: სწავლა-სწავლება პანდემიის პირობებში; ნინი ჯინჯიხაძე, ნარატივდიზაინერი: ახალი პროფესიები: ნარატივდიზაინი; გვანცა არევაძე, ციფრული მარკეტერი: ციფრული მარკეტინგი და ფრილანსინგი. ვებინარი განკუთვნილია […]
2 ივნისს, 13:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოკონსულტირების ცენტრის კონსულტანტი ანა პაპავა გაუძღვება ვებინარს თემაზე: „სტრესი და მისი ნეირობიოლოგია“. ვებინარი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ვებინარზე დასასწრები Zoom-ის ბმულის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/56PwQFPqm1LZPWK48 . მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის […]
4 ივნისს, 18:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოკონსულტირების ცენტრის კონსულტანტი თამარ მჭედლიშვილი გაუძღვება ვებინარს თემაზე: „მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის მართვა“. ვებინარი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ვებინარზე დასასწრები Zoom-ის ბმულის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/3KvTRVBmn3dDcnnr9 მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების […]