2021 წლის მაისსა და ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და HR Hub-ის მხარდაჭერით გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების პროფილური დასაქმების ფორუმები და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. დასაქმების ფორუმის ღონისძიებები გაიმართება დისტანციურად, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებსა და […]
7 ივნისს, 12:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ვებინარს ჩაატარებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. ვებინარის თემა: „დასაქმება საჯარო სამსახურში“ მომხსენებელი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობს ინფორმაციას საჯარო სამსახურში დასაქმების თავისებურებების შესახებ: სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის სფეროები; საჯარო სამსახურის შესახებ; დასაქმების პორტალი hr.gov.ge ; სტაჟირების სახელმწიფო […]
9 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შექმნან მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოების ან პერსონაჟის ქართულენოვანი ჩეთბოტი, ინტერაქტიული წიგნები, რომლებიც პლატფორმაზე iel.iliauni.edu.ge განთავსდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი საჯაროდ. ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკის შექმნის პროცესში მოსწავლეების მონაწილეობის მიზნით პროექტის ორგანიზატორები […]
10 ივნისს,18:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოკონსულტირების ცენტრის კონსულტანტი ანა მეუნარგია გაუძღვება ვებინარს თემაზე: „როგორ შევინარჩუნოთ კეთილდღეობა“. ვებინარი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ვებინარზე დასასწრები Zoom-ის ბმულის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/9MYTRtKWBRNpY9g19. მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერია […]
10 ივნისს, 19:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოეზია პრესის ორგანიზებით გაიმართება ტიმოთი სნაიდერის წიგნის „ერების რეკონსტრუქცია” ქართული თარგმანის ონლაინპრეზენტაცია. გამოცემის შესახებ „ერების რეკონსტრუქცია“ მოგვითხრობს, როგორი გავლენა იქონია ისტორიამ თანამედროვე პოლონეთის, ლიეტუვის, უკრაინისა და ბელარუსის ჩამოყალიბებაზე. რა გზა გაიარეს? რა გადაწყვეტილებები მიიღეს და როგორ? რატომ იბრძოლეს ერთმანეთში და სხვებთან? როგორ შერიგდნენ? როგორ […]