ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება საგრანტო პროექტის „ერთად თანასწორობისთვის“ ფარგლებში წამოწყებულ კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“. საგრანტო პროექტის მიზანია მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში. 10 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ჩაატარებს ონლაინშეხვედრას თემაზე: „ტოლერანტობის არსი და […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-5 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. კვირეული 180-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. […]