27 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის შესახებ. პროგრამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ახალი სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების მიღებას შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებს. პროგრამა აერთიანებს დარგში არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ცოდნას მასში ჩართული პროფესორებისა და საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს საშუალებით. პროგრამა გამოირჩევა […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით, მედიის წარმომადგენლებისთვის დისტანციურ ვორკშოპს გამართავს. მედიის მიერ გენდერული როლებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ამ საკითხების ეთიკური სტანდარტების შესაბამისად გაშუქება. ვორკშოპზე, რომელიც სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა, განვიხილავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. მეხუთე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ თორია. თემა: „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“ ლექციის შესახებ მომხსენებელი ისაუბრებს წარსულის ინსტრუმენტალიზაციისა და მეხსიერების პოლიტიკის თავისებურებზე თანამედროვე, ე.წ. „პოსტსიმართლის“ (post-truth), ეპოქაში, როდესაც […]
დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო არასტანდარტული და სირთულეებით აღსავსე სასწავლო წელი. ტრადიციულად, ამ დროს ლისზე ვიკრიბებით ხოლმე ილიაუნის დაბადების დღის აღსანიშნავად, კურსდამთავრებულებს კი ცერემონიით ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. პანდემიამ ჩვენი გეგმები მხოლოდ გადაავადა – დიდი ზეიმი აუცილებლად გაგვაერთიანებს უსაფრთხო დროს, ჩვენი ვარაუდით, არა უგვიანეს გაზაფხულისა, 2020 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიასაც სრულფასოვნად გავმართავთ, ამ დღესთან დაკავშირებულ ემოციებსაც ერთმანეთს არავირტუალურ გარემოში […]