BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200727T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200727T170000
DTSTAMP:20260501T204240
CREATED:20200721T102733Z
LAST-MODIFIED:20240201T114648Z
UID:10000740-1595869200-1595869200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Live-საინფორმაციო შეხვედრა: სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა
DESCRIPTION:27 ივლისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის შესახებ. \nპროგრამის შესახებ\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ახალი სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების მიღებას შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებს. \nპროგრამა აერთიანებს დარგში არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ცოდნას მასში ჩართული პროფესორებისა და საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს საშუალებით. \nპროგრამა გამოირჩევა ინტერდისციპლინური ორიენტაციით\, რაც უზრუნველყოფს დარგთაშორის დიალოგის განვითარებასა და კვლევითი საკითხების გაფართოებას. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევის ტრადიციას\, თანამედროვე გლობალური პრობლემებისადმი კრიტიკულ თეორიულ მიდგომებსა და რეგიონული თუ ადგილობრივი ისტორიით ნასაზრდოებ ანალიზს. \nპროგრამაში ჩართულ პროფესორთა კვლევითი ინტერესები მოიცავს კრიტიკულ მიდგომებს თანამედროვე ანთროპოლოგიისადმი და მას აკავშირებს ფილოსოფიასთან\, ეთიკასთან\, პოლიტიკასთან\, სემიოტიკასთან\, ესთეტიკასთან\, ეკოლოგიასთან\, მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან\, ასევე აფექტის თეორიასთან\, ურბანულ\, ვიზუალურ და ჟღერადობის კვლევებთან. \nპროგრამა დოქტორანტს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ორმაგი ხარისხი კოტუტელის (თანახელმძღვანელობის) ფორმატის ფარგლებში და მიიღოს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს რჩევები კვლევის განვითარების პროცესში. \nპროგრამის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო წევრების შესახებ ინფორმაციისთვის იხ.: anthro.iliauni.edu.ge \nLive-საინფორმაციო შეხვედრაზე პროგრამის უნიკალურობაზე\, მის სტრუქტურაზე\, სწავლების მეთოდოლოგიაზე გესაუბრებიან: \n∙     თამთა ხალვაში – ასოცირებული პროფესორი\, პროგრამის ხელმძღვანელი. თამთა ხალვაშმა დოქტორის წოდება 2015 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში მიიღო. მანამდე ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მიწვეული დოქტორანტი იყო. 2016-2017 წლებში ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში პოსტდოქტორანტად მუშაობდა. \n∙    ქეთევან გურჩიანი – პროფესორი\, უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (საქართველო) და ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტში (გერმანია) კლასიკური ფილოლოგიის და სიძველეთა კვლევების მიმართულებით. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ანტიკური თეატრისა და რელიგიის ურთიერთმიმართების თემაზე. მოგვიანებით რელიგიის კვლევებმა მისი ინტერესი თანამედროვეობას დაუკავშირა და ამჟამად იკვლევს/ასწავლის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით. \n∙    ფლორიან მიულფრიდი – პროფესორი\, სოციალური ანთროპოლოგი. ოც წელზე მეტია მუშაობს კავკასიაზე\, კერძოდ\, საქართველოზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციის დაკავებამდე იყო ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის (გერმანია) ასისტენტ-პროფესორი\, მიწვეული პროფესორი ბრაზილიის კამპინას საჯარო უნივერსიტეტში\, მიწვეული მკვლევარი გერმანიის მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში და ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. \n∙     ელენე გავაშელიშვილი – ასისტენტ-პროფესორი\, 2007 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2018 წელს ამავე უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიის მიმართულებით.  მისი სადისერტაციო ნაშრომი „უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის“ ცდილობს ყოველდღიურ რელიგიურობას შეხედოს ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან. \n∙       მარიამ დარჩიაშვილი – ასისტენტ-პროფესორი\, 2008 წელს დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხური. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი შეისწავლის ნასაკირალში მცხოვრები მუსლიმი მესხების ეკონომიკურ და ყოველდღიურ პრაქტიკებს. \n∙      თამარ გეთიაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი\, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ექსპერტი. \n\nგექნებათ შესაძლებლობა\, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები. გელოდებით ყველას\, ვინც დაინტერესებული ხართ სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით\, 27 ივლისს\, 17:00 საათზე\, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 27 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილი: ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-sainphormatsio-shekhvedra-sotsialuri-da-kulturuli-anthropologiis-sadoqtoro-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56962.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200730T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200730T180000
DTSTAMP:20260501T204240
CREATED:20200723T134713Z
LAST-MODIFIED:20240201T114644Z
UID:10000738-1596132000-1596132000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისტანციური ვორკშოპი „გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტები მედიაში“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით\, მედიის წარმომადგენლებისთვის დისტანციურ ვორკშოპს გამართავს. \nმედიის მიერ გენდერული როლებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ამ საკითხების ეთიკური სტანდარტების შესაბამისად გაშუქება. \nვორკშოპზე\, რომელიც სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა\, განვიხილავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის საქმიანობის ფარგლებში რა ხარვეზები გამოვავლინეთ გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქებისას და რა გაითვალისწინა მეორე მხარემ თვითრეგულირების ფარგლებში შეტანილი საჩივრების განხილვისას. \nშეხვედრაზე მიმოვიხილავთ საუკეთესო საერთაშორისო და შიდაგამოცდილებას\, ასევე ვიმსჯელებთ სტანდარტის ამაღლების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე. განსაკუთრებით კი ისეთი მგრძნობიარე თემების შემთხვევაში\, როგორებიც სექსუალური და ოჯახში ძალადობა\, გენდერული დისკრიმინაცია ან ფემიციდია.\nმედიას კრიტიკული როლი აქვს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის გავრცელების თვალსაზრისით\, სწორედ ამიტომ ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკისთვის მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლების უკუკავშირის მიღება. \nმომხსენებლები: \nთამარ კორძაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი\, ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი;\nთამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი;\nნუცა მაზანაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის მკვლევარი. \nმოდერატორი: \nმარიამ მელქაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი \nდრო: 30 ივლისი\, 18:00 საათი \n* დისტანციური ვორკშოპი გაიმართება აპლიკაცია Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/yycemzev \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/distantsiuri-vorkshopi-genderuli-sakithkhebis-gashuqebis-standartebi-mediashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/57002.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200731T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200731T190000
DTSTAMP:20260501T204240
CREATED:20200730T061242Z
LAST-MODIFIED:20240201T114648Z
UID:10000739-1596222000-1596222000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-შეხვედრების სერია:  „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. \nმეხუთე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ თორია. \nთემა: „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“ \nლექციის შესახებ  \nმომხსენებელი ისაუბრებს წარსულის ინსტრუმენტალიზაციისა და მეხსიერების პოლიტიკის თავისებურებზე თანამედროვე\, ე.წ. „პოსტსიმართლის“ (post-truth)\, ეპოქაში\, როდესაც „ისტორიული სიმართლესა“ თუ „ნამდვილ ისტორიაზე“ პოპულისტურმა აპელირებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ყურადღება გამახვილდება სახელმწიფო პროპაგანდისა და პოლიტიკის კონტექსტში ისტორიის მიზანმიმართული დამახინჯების მექანიზმებზე\, კერძოდ\, აქცენტი გაკეთდება იმაზე\, თუ როგორ იყენებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ. პუტინი ისტორიულ არგუმენტებს 2008 წლის აგვისტოში რუსული არმიის საქართველოში შემოჭრის ლეგიტიმაციისთვის. ასევე საუბარი შეეხება საქართველოს წარსულში პუტინის „ექსკურსიების“ სხვა დეტალებს. კონკრეტულად\, თუ რატომ მიიჩნევს და როგორ ამტკიცებს რუსეთის ლიდერი\, რომ ისტორიის გაკვეთილებმა უნდა გაფანტოს მითი საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის ისტორიული საფუძვლების შესახებ. მომხსენებელი ისაუბრებს აგრეთვე ქართულ ისტორიულ ნარატივზე\, რომლის ფარგლებში რუსეთთან კონფლიქტი კონცეპტუალიზებულია\, როგორც დაპირისპირება ყოფილ მეტროპოლიასა და კოლონიას შორის ამ უკანაკსკნელის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისა და დასავლურ სივრცეში\, „ევროპულ ოჯახში“\, დაბრუნების აღსაკვეთად. \nმომხსენებლის შესახებ \n2006-2008 წლებში მალხაზ თორია ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წლებში იყო  ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2014 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი ისტორიის მიმართულებაზე და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2015 წლიდან ხელმძღვანელობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრს; რიგი პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების (DAAD\, OSF\, Fulbright\, რუსთაველის ფონდი და სხვ.) ფარგლებში მუშაობდა კვლევით პროექტებზე  ისეთ აკადემიურ დაწესებულებებში\, როგორებიცაა : Central Europena University (ბუდაპეშტი\, უნგრეთი); Zentrum für Literatur-und Kulturforschung (ბერლინი\, გერმანია)\, The New School for Social Research (ნიუ იორკი\, აშშ)\, The Harriman Institute\, Columbia University (ნიუ იორკი\, აშშ);  UC Berkeley (ბერკლი\, აშშ)\, Mount Holyoke College (საუთ ჰედლი\, აშშ)\,   Humboldt University (ბერლინი\, გერმანია).  მის მიერ გაწეული კვლევის შედეგები აისახა  სხვადახვა  აკადემიურ ფორუმზე წარდგენილ მოხსენებებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში\, მათ შორის – საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში. \n  \nდრო: 31 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-shekhvedrebis-seria-narativebi-konphliqtze-postsimarthlis-epoqashi-saqarthvelo-revizionistuli-rusethis-pirispir/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/57046.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200801T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200801T190000
DTSTAMP:20260501T204240
CREATED:20200730T124453Z
LAST-MODIFIED:20240201T114640Z
UID:10000736-1596308400-1596308400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE: როკ-ჯგუფი Bedford Falls ილიაუნის სტუდენტებისთვის – წლის ვირტუალური შეჯამება
DESCRIPTION:დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო არასტანდარტული და სირთულეებით აღსავსე სასწავლო წელი. ტრადიციულად\, ამ დროს ლისზე ვიკრიბებით ხოლმე ილიაუნის დაბადების დღის აღსანიშნავად\, კურსდამთავრებულებს კი ცერემონიით ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. \nპანდემიამ ჩვენი გეგმები მხოლოდ გადაავადა – დიდი ზეიმი აუცილებლად გაგვაერთიანებს უსაფრთხო დროს\, ჩვენი ვარაუდით\, არა უგვიანეს გაზაფხულისა\, 2020 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიასაც სრულფასოვნად გავმართავთ\, ამ დღესთან დაკავშირებულ ემოციებსაც ერთმანეთს არავირტუალურ გარემოში გავუზიარებთ\, ყოველგვარი 2-მეტრიანი ფიზიკური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების გარეშე. \nმანამდე კი თითოეულ თქვენგანს\, განსაკუთრებით კი  2020 წლის კურსდამთავრებულებს\, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე\, გვინდა სიმბოლურად\, ვირტუალურად მოგილოცოთ არასტანდარტული სასწავლო წლის დასასრული და გადაგიხადოთ მადლობა ამ რთულ პერიოდში თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის. \nდრო: 1-ლი აგვისტო\, შაბათი\, 19:00 \nფორმატი: FB Live \nგანრიგი: \n\nმილოცვა\nLive: ქართული როკ-ჯგუფი Bedford Falls ილიაუნის სტუდენტებისთვის\n\nადგილმდებარეობა: FB/Iliauni \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-rok-jguphi-bedford-falls-iliaunis-studentebisthvis-tslis-virtualuri-shejameba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/57049.png
END:VEVENT
END:VCALENDAR