ერაზმუს + პროექტის Assessment Tools for new learning environments in higher education institutions / ASSET („შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“) ფარგლებში გაიმართება აკადემიური წერის პირველი ონლაინკონფერენცია. კონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 7 ივლისს, სამშაბათს. კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ამისათვის საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://store.macam.ac.il/en/store/confstudydays/ifaw-2020-11 შეხვედრის პროგრამისა და დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად […]
7 ივლისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმრები იქნებიან „ვისოლ ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თიკა ქერაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის უფროსი რუსკა კბილაშვილი. „ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში, BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. მეორე შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი გამართავს. თემა: „თანამედროვე რუსეთის სისტემური მახასიათებლები და მათი პარალელები/გავლენები პოსტსაბჭოთა საქართველოში“ ლექციის შესახებ: გვსურს თუ არა, რუსეთი ის რეგიონული მოთამაშე და დომინანტური ძალაა, რომლის ანალიზის გარეშე საკუთარი ეროვნული ისტორიისა და დღევანდელობის გაგება შეუძლებელია. საქმე მარტო ის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველო წელს პირველად შეუერთდა გონკურის პრემიის გამცემი ქვეყნების რიგებს. 9 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული მედიათეკის სტუდენტური ჟიური დაასახელებს საქართველოში გონკურის პრემიის 2020 წლის ლაურეატს. გონკურის ლიტერატურული პრემია […]
„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები. მომხსენებლები: ნატალია თვალჭრელიძე, ილიაუნის თეატრის ხელმძღვანელი, დათო ველიჯანაშვილი, ილიაუნის თეატრის მოწვეული მსახიობი, მარიამ როინიშვილი, ილიაუნის თეატრის მოწვეული მსახიობი ლექციის თემა: „როგორ […]
10 ივლისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება ორგანიზაცია EMC-ის აღმასრულებელიდირექტორი ლინა ღვინიანიძე. EMC– ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, დაარსებული 2013 წელს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციაა, რომლის მიზანია თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. მომხსენებელი […]
10 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ მორიგი შეხვედრა თემაზე: „როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების იდენტიფიცირება“. შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს აუტიზმის პროგრამის ქეისმენეჯერი თამარ გვალია. დრო: 10 ივლისი, 16:00 საათი შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. შეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n