
7 ივლისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმრები იქნებიან „ვისოლ ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თიკა ქერაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის უფროსი რუსკა კბილაშვილი.
„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში,
BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინ შეხვედრებს.
მომხსენებელები განიხილავენ შემდეგ საკითხს –
covid 19 და შიდა კომუნიკაციის გამოწვევები „ვისოლ ჯგუფში“
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 6 ივლისის 23:59 საათისა.
შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
დრო: 7 ივლისი, 15:00 საათი.
[wpai_display_imported_files_here]