2 ივნისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმრები იქნებიან ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიის, Orient Logic-ის HR ჯენერალისტი ნინი ნიკოლაძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლიკა გორდაძე. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან შეხვედრებს ონლაინრეჟიმში. შეხვედრისას მომხსენებლები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: დისტანციური სამუშაო რეჟიმის გამოწვევები; თანამედროვე […]
3 ივნისს, 14:00-დან 15:30 საათამდე გაიმართება სემინარი თემაზე: „ბავშვთა უფლებები და მათი ინტეგრირება საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში“. მომხსენებელი – დოქტორი ღასან ხალილი (Dr. Ghassan Khalil, UNICEF Representative, Georgia), გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. დისტანციური სემინარი გაიმართება მხოლოდ სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალისთვის სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ
საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“. სერიის მეშვიდე შეხვედრის სტუმარია ზაალ გაჩეჩილაძე. სტუმრის შესახებ ზაალ გაჩეჩილაძე – Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც 1,2-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა „სილიკონის ველის“ ინვესტორებისგან. თემა: აი, სტარტაპი – პულსარ AI დრო: 4 ივნისი, 13:00 საათი ადგილი: ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი პროექტის […]
5 ივნისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმრები იქნებიან ფინანსური მომსახურების კომპანია Nexia TA წარმომადგენლები – ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი და HR პროფესიონალთა ასოციაციის დამფუძნებელი მაკა კუკავა და Nexia TA აკადემიის მენეჯერი ომარ ტერტერაშვილი. საბუღალტრო და საკონსულტაციო მიმართულები კომპანია Nexia TA მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების ათეულშია. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და […]
5 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ ფარგლებში გაიმართება მესამე შეხვედრა თემაზე: „ბავშვთან კომუნიკაციის ამოცანა; კონტროლი თუ თვითკონტროლი?“. შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ცინცაძე. დრო: 5 ივნისი, 16:00 საათი შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი შეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია […]
5 ივნისს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანრმთელობის რესურსცენტრისა და ადიქციის კვლევების ინსტიტუტის ვებინარი თემაზე: „COVID-19 – კვებითი ჩვევები, ნეგატიური გამკლავება და კვებითი აშლილობები“. რა რისკები მოუტანა კოვიდ-19-ის პანდემიამ იმ ადამიანებს, რომელთაც კვებითი აშლილობები აქვთ? ხომ არ გაზარდა კვებითი აშლილობების რისკი ზოგადად მოსახლეობაში? როგორ უნდა მოხდეს კვებასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია? – ამ და […]
5 ივნისის Cyber Talks-ზე adjara.com-ის არტდირექტორი ბექა კერესელიძე გიამბობთ, რა უნდა გაითვალისწინოთ ინტერფეისის დიზაინზე მუშაობისას, როგორ შეიძლება ამ პროცესში ადამიანის ჩვევების გამოყენება და დიზაინის როლზე მარკეტინგში. გელოდებით პარასკევს, 5 ივნისს, 19:00 საათზე, უნილაბის Facebook-გვერდზე.