ინტენსიური ონლაინსტარტაპის ბუთქემფი მოკლე აღწერა ინტენსიური ონლაინსტარტაპის ბუთქემფი განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვს ბიზნესიდეა და სურთ გახდნენ სტარტაპერები. ბუთქემფის ფარგლებში გამოყენებული იქნება იდეის მენეჯმენტის ბრიტანული ონლაინპლატფორმა, რომელიც სტუდენტებს იდეის განვითარებაში, მომხმარებელთა პროფილების, კონკურენტების ანალიზსა და ღირებულებების განსაზღვრაში დაეხმარება. სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ, გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. […]
2016 წლის ნოემბრიდან საქართველო შეუერთდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ევროპულ პლატფორმას – Science on Stage. Science on Stage-ის საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS. დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით STEAM მასწავლებლებისთვის დაიგეგმა ვებინარების სერია. დეტალური ინფორმაციის გასაცნობად დარეგისტრირდით და მონაწილეობა მიიღეთ ვებინარში: აირჩიეთ სასურველი ვებინარი ბმულზე: www.science-on-stage.eu/our-virtual-events გაგზავნეთ შეტყობინება ინგლისურ […]
Cyber Talks-ში ბრენდსა და ბრენდინგზე ვისაუბრებთ. სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE -ის დამფუძნებელი ალექსი ჩიქოვანი გასცემს პასუხს ერთ მთავარ შეკითხვაზე: „ბრენდის შენებას რა უნდა?“. ასევე სხვა შეკითხვებზე: რა არის თანამედროვე ბრენდი და ბრენდინგი; ბრენდის სტრატეგიული როლი და სარგებელი თანამედროვე ბიზნესში; სხვაობა პროდუქტებისა და სერვისის ბრენდებს შორის; ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმა რისგან შედგება და რატომ არის საჭირო. გელოდებით […]
26 მაისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დირექტორი არჩილ სუმბაძე. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ძირითადი ფაქტები ბაქსვუდის სკოლის შესახებ და მისი ინოვაციური მიდგომები; განათლების თანამედროვე პარადიგმა და მისი შესაბამისი ადამიანური რესურსები; ყველაზე მოთხოვნადი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა დოქტორანტებს კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების მოკლე კურსს სთავაზობს. კურსის მონაწილეები ინტერაქციულად შეისწავლიან კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების 4 ეტაპს: I – სამეცნიერო კვლევის სისტემური მეთოდებისა და მიდგომების მიმოხილვა, ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის შეკითხვის დასმა, II –კვლევის მეთოდის შერჩევა, კაუზალური და კორელაციური დიზაინი, კონტროლირებული ექსპერიმენტები, III –მონაცემების დამუშავება, მონაცემთა ანალიზის მიდგომები და […]
საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“. მეხუთე შეხვედრის სტუმრები არიან სანდრო ასათიანი და ზურაბ ჯიშკარიანი. სტუმრების შესახებ სანდრო ასათიანი, ილიაუნის კიბერლაბოატორია უნილაბის დირექტორი, ჯეოლაბის დამფუნებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ჯიშკარიანი, ანიმას დამფუძნებელი, მწერალი, პოეტი და გეიმდიზაინერი თემა: „სტარტაპ-კულტურა“ დრო: 28 მაისი, 17:00 საათი ადგილი: ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი პროექტის […]
29 მაისს გაიმართება ვებინარი ახლო აღმოსავლეთის მიმართულების სტუდენტებისთვის. ვებინარი შეეხება ამ სპეციალობის სტუდენტთა დასაქმების სფეროებსა და შესაძლებლობებს. საუბარი იქნება დასაქმების პერსპექტივების შესახებ შემდეგი მიმართულებებით: ა) აკადემიური სფერო; ბ) მთარგმნელობითი და სათარჯიმნო საქმიანობა; გ) ბიზნესის სფერო; დ) ექსპერტებად და ანალიტიკოსებად მუშაობა. ონლაინშეხვედრას გაუძღვებიან გიორგი სანიკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი; თამარ მოსიაშვილი, […]
29 მაისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება SpaceFarms-ისა და Urban Greens-ის დამფუძნებელი ტუსია ღარიბაშვილი. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ურბანული მეურნეობის განვითარება და პერსპექტივები საქართველოში; თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა აგროსამეურნეო სფეროში – რას ნიშნავს მდგრადი მეურნეობა; დიდი გამოწვევა […]
29 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ ფარგლებში გაიმართება მეორე შეხვედრა თემაზე: „ფუნქციური უნარებისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა“. შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს ფსიქოლოგი ნატა ძაძამია დრო: 29 მაისი, 16:00 საათი შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი შეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n
29 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ მეექვსე ვებინარი თემაზე: „როგორ გავუფრთხილდეთ ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანრთელობას?“ ვისაუბრებთ ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე პანდემიისას და პანდემიის გარეშე, „ოჯახის პაციენტზე“, „საკმარისად კარგ დედაზე“, […]
მას შემდეგ, რაც web 2.0-მა ინტერნეტის მომხმარებელს საშუალება მისცა შეექმნა ვებსაიტი დამოუკიდებლად, ვებსაიტების შექმნაზე მოთხოვნამ დიდი სისწრაფით დაიწყო ზრდა, მაგრამ ბაზარზე ცოტა იყო ისეთი, ვისაც შეეძლო პროგრამირების ენების გამოყენება, კოდირება, ვებსაიტების დიზაინი და აწყობა თავისი ფუნქციონალით. ამ დროს გამოჩნდა ბაზარზე ვორდპრესი. ძრავი, რომელიც საშუალებას იძლევა მინიმალური კოდის ან საერთოდ კოდის წერის გარეშე შექმნათ მარტივი ვებსაიტები, […]