
26 მაისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დირექტორი არჩილ სუმბაძე.
BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:
ძირითადი ფაქტები ბაქსვუდის სკოლის შესახებ და მისი ინოვაციური მიდგომები;
განათლების თანამედროვე პარადიგმა და მისი შესაბამისი ადამიანური რესურსები;
ყველაზე მოთხოვნადი კომპეტენციები დასაქმების ბაზარზე განათლების სექტორში;
პანდემიის მიერ შეცვლილი გარემო და მოთხოვნები;
რა მეთოდებით განვივითაროთ თანამედროვე კომპეტენციები?
როგორ შევქმნათ კარიერული განვითარების საფუძვლები სტუდენტური ცხოვრების დროს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 25 მაისის 23:59 საათისა.
შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
დრო: 26 მაისი, 15:00 საათი
[wpai_display_imported_files_here]