28 თებერვალს, პარასკევს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი და კვლევითი ცენტრი „რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი“ გიწვევთ კრებულის „შედარებითი ლიტერატურის კრებული 2. შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“ პრეზენტაციაზე. კრებულში შესულია ქართველი და უცხოელი მეცნიერების 30-ზე მეტი სტატია ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე. ის აერთიანებს 2018 წლის ოქტომბერში ილიას […]
12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის. ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ბანაკი მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ჯეოლაბი, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი. ბანაკის მთავარი სალექციო თემა იქნება ბიოტექნოლოგიები და ბიოინჟინერია. სტუდენტები ასევე შეისწავლიან მეწარმეობისა და სტარტაპის […]
ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მისი მიზანი ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით ტრადიციულად უერთდება ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას და არაერთ ღონისძიებას მასპინძლობს. „სახელმწიფო სტიპენდიები […]
28 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა პოლონური ორგანიზაციის Perspektywy Education Foundation წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავს კონფერენციაში „The Perspektywy Women in Tech Summit“ მონაწილეობის მსურველთათვის ინფორმაციის მიწოდებას. კონფერენციის მიზანია, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა ქალების ჩართულობას STEM (Science, Technology, Engineering and Mathematics) მიმართულებით. კონფერენცია 2-3 დეკემბერს ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართება. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ ორგანიზაციის წარმომადგენლებს. დეტალური ინფორმაცია […]