20 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ვილნიუსის უნივერსიტეტის ფსიქოტრავმის ცენტრის მკვლევრის, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ინგა ტრუსკაუსკაიტე-კუნევიჩიენეს ლექცია: „სტრესისა და ტრავმის მიმდინარე კვლევები ლიეტუვაში: პრევალენტობა და მკურნალობის გამოწვევები“ ლექციის თემატიკა შეეხება ვილნიუსის უნივერსიტეტის ფსიქოტრავმატოლოგიის ცენტრის კვლევებს ტრავმის პრევალენტობაზე მოზარდებსა და ახალგაზრდებში, ასევე ინტერნეტზე დაფუძნებულ, ფსიქიკური ჯანრმთელობის კონკრეტულ პრობლემებზე დამიზნებულ ინტერვენციებს სხვადასხვა […]
22 იანვარს, 14:00 საათზე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში სსიპ „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს“ ვაკანსიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. სააგენტომ 2020 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურულმა ერთეულმა, და მისი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებული არასასურსათო პროდუქტის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა. ამასთან დაკავშირებით სააგენტო იწყებს ზედამხედველობის ინსპექტორების შერჩევას. ვაკანსიისთვის განიხილებიან ნებისმიერი მიმართულების III-IV […]
22 იანვარს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 503 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ნიდერლანდური ენის შესწავლასა და სტიპენდიებთან დაკავშირებით. ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ სტიპენდიებს საზაფხულო კურსებზე გენტში, კორტრეიკსა და ოსტენდეში (ბელგია). დრო: 22 იანვარი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, ოთახი 503 (გ. წერეთლის ქ. № 3) დასწრება თავისუფალია.
23 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" პრემია „ლიტერას“ ლაურეატი მწერლის, იაგო თვალაბეიშვილის ახალი წიგნის „გარდასულები" წარდგენა გაიმართება. წიგნს წარადგენს ფილოსოფოსი, ილიაუნის პროფესორი გიორგი მაისურაძე. „გარდასულები" იაგო თვალაბეიშვილის მეორე წიგნია. მისი პირველი რომანი „ტრანსმუტაცია" ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" და ლიტერატურული პრემია „ლიტერას" გამარჯვებულია ნომინაციაში „2018 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი". ავტორის […]
24 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში T102 გაიმართება ახალი სივრცის – ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს ლაბორატორია. უნილაბი არის სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია ნახტომი გააკეთოს საკუთარ მომავალში. დღეს დაინახოს, როგორი შეიძლება იყოს ბევრი წლის მერე. საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. დღეებს გადაახტეს და […]