13 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 401 აუდიტორიაში გაიმართება პირველი შეხვედრა ილიაუნის PR Talks-ისა, რომელზეც ცნობილი სპიკერები, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო სტრუქტურების პროფესიონალები ილაპარაკებენ კრიზისის დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულეებსა და კონკრეტულ კამპანიებზე, რომლებიც განახორციელეს 3 მიმართულებით: კრიზისის პრევენცია, კრიზისული კომუნიკაცია და ზიანის შემცირება, იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენა. შეხვედრები […]
Validate –ინტენსიური იდეაციისა და სტარტაპბუთქემფი მოკლე აღწერა პროგრამის მიზანია განავითაროს სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სტუდენტური საწარმოების შექმნას შემოქმედებით ინდუსტრიებში. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთდღიანი ინტენსიური ბიზნესბუთ კემპ შეხვედრის სახით. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პროგრამის ფარგლებში გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. დრო: 23 იანვარი, 10:00-17:30 სამიზნე […]
15 იანვარს, ოთხშაბათს, 14:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება Adjara Group-ის დასაქმების ფორუმი. შეხვედრაზე კომპანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის წარმოადგენს ვაკანსიებს მომსახურების სფეროდან. დაინტერესებული პირები შეძლებენ წინასწარი პროცედურების გარეშე ადგილზე გაიარონ გასაუბრება და დასაქმდნენ სასურველ თანამდებობაზე. Adjara Group აერთიანებს ისეთ ობიექტებს, როგორებიცაა: Holiday Inn, Fabrika, Rooms hotel, Stamba hotel და სხვა. დასაქმების ფორუმზე […]
16 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მეიჯერელ საქართველო ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულთ გააცნობენ ინფორმაციას სამუშაოს პეციფიკის, ანაზღაურებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივების შესახებ. კომპანიის შესახებ: კომპანია მეიჯერელი ქართულ ბაზარზე 2016 წელს Arvato Bertelsman-ის სახელით შემოვიდა, ხოლო 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა – Bertelsmann- ისა და Saham ჯგუფის გაერთიანებით […]
17 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დონელა მედოუსის წიგნის „სისტემებით აზროვნება – საწყისები“ პრეზენტაცია. წიგნი ითარგმნა და გამოიცა ილიაუნისა და „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ერთობლივი ძალისხმევით. ეს არის პოპულარული შესავალი სისტემებით აზროვნებისა და სისტემური დინამიკის თანამედროვე მიმართულებაში, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება მდგრადი განვითარების, კლიმატური თუ სხვა გლობალური პრობლემების კვლევებში, დაგეგმვაში. […]