28 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ვაკის მედიათეკაში გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ საინტერესო ლექციებს. ილიაუნის პროფესორები და მკვლევრები სამეცნიერო-პოპულარული ენით ისაუბრებენ სამყაროს საიდუმლობებზე, ახალ ტექნოლოგიებზე, თანამედროვე განათლების მნიშვნელობაზე. სამეცნიერო კაფეში მოისმენთ ლექციას ტექნოლოგიების შესახებ. მომხსენებლები – ნანა დიხამინჯია, ერეკლე მაღრაძე, ელენე ჟურავლიოვა, სანდრო ასათიანი – ისაუბრებენ […]
24 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პოტსდამის ლაიბნიცის ასტროფიზიკის ინსტიტუტის რენტგენული ასტრონომიის კვლევითი ჯგუფის ლიდერი, პროფესორი აქსელ შვოპე გამართავს საჯარო ლექციას „Discoveries in the X-ray sky“ რენტგენულ ცაზე ახალი აღმოჩენების შესახებ. მომხსენებლის შესახებ პროფესორი აქსელ შვოპე ხელმძღვანელობს პოტსდამის ლაიბნიცის ინსიტუტის რენტგენული ასტრონომიის ჯგუფს. მისი კვლევა მოიცავს შემდეგ თემებს: რენტგენული ორმაგი ვარსკვლავები, იზოლირებული […]
26 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დოქტორი ედიშერ კაღაშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღები & არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღების გავლენა მზის, მაგნეტოსფეროს, იონოსფეროსა და ლაბორატორიული პლაზმის დინამიკაში“. თემის მოკლე აღწერა: ტალღები დიდ როლს თამაშობს პლაზმაში ისეთ ფუნდამენტურ პროცესებში, როგორებიცაა ენერგიის გადატანა, ტურბულენტობის წარმოქმნა, ნაწილაკების აჩქარება და ა.შ. მომხსენებელი ისაუბრებს არაერთგვაროვნების მიერ წარმოქმნილ […]
25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები, გოგონები). ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/wgayUiVWfNyQ2fL96 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი. საკონტაქტო […]
26 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორი ალექსანდრე ტილე (Dr. Alexander Thiele, Public, European and Financial Law and Politics, University of Göttingen) და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტები გამართავენ ერთობლივ ლექცია-დისკუსიას თემაზე „გერმანიის სახელმწიფო სისტემა". სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 26 სექტემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გეპატიჟებით ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰამუტალ ბარ-იოსების ქართულად თარგმნილი ლექსების პრეზენტაციაზე. წარდგინებაში მონაწილეობას მიიღებენ თავად ავტორი და მთარგმნელი თამაზ ხარაიშვილი. ჰამუტალ ბარ-იოსების 40 ლექსი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე და გამოსცა გამომცემლობა „მერიდიანმა". ჰამუტალ ბარ-იოსები, ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი ემერიტუსი, მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის […]