16-17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის პირველი კონფერენცია. 16 ოქტომბრის სხდომა ჩატარდება 10:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში. ამ დღეს თანამიმდევრულად გაიმართება შემდეგი სხდომები: უჯრედის აქტივობის ბიოქიმიური რეგულაციის პრინციპები მიკრობული და მცენარეული ფერმენტები მცენარეული გენომის სტრუქტურა და ევოლუცია ნერვული ქსოვილის ბიოქიმია დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ დანართში. […]
16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, გაიმართება სტუდენტების შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე უცხოეთში სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს სასწავლო პროგრამებს, მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ამჟამად ესტონეთში მრავალი ქართველი სტუდენტი სწავლობს სრული დაფინანსებით. არ გაუშვათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მიიღოთ […]
16 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიბლიოთეკა გიწვევთ შეხვედრაზე – რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ბაზა Scopus-ის გამოყენება?! Scopus-ი წარმოადგენს ელბაზას, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალიდან, მთლიანობაში 50 მილიონზე მეტ ჩანაწერს. მომხმარებელს მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით საშუალება ეძლევა, დადგინოს, გააანალიზოს და ვიზუალურად წარმოადგინოს კონკრეტული ავტორის/სტატიის ციტირების […]
16 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ ასოცირებული პროფესორის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი) ჯუანშერ ჯეჯელავას საჯარო ლექციაზე: „რა არის სუპერსიმეტრია და როგორ ეძებენ მას“. ნაწილაკების ფიზიკაში არსებობს თეორიული კონსტრუქცია, რომელსაც ჰქვია სუპერსიმეტრია (SuperSymmetry), მეცნიერთა ჟარგონზე – სუსი (SUperSYmmetry). შესაძლოა, სუპერსიმეტრია ძალიან ლამაზი, მაგრამ რეალობას მოწყვეტილი მათემატიკური კონსტრუქციაა, მაგრამ იმ […]
21 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი სეზონს სპექტაკლის „ხალხის მტერი“ პრემიერით გახსნის. სპექტაკლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტის, საბა ასლამაზიშვილის სადიპლომო ნამუშევარია. სპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტები მიიღებენ, რომელთაც პარტნიორობას ამავე პროგრამის კურსდამთავრებულები და უკვე პროფესიონალი მსახიობები ანდრია ვაჭრიძე, ზურაბ გაბუნია, სალომე მიქაძე და მარიამ კალატოზიშვილი […]
18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის პრეზენტაცია. დღის წესრიგი: მომხსენებელი ჯანა ჯავახიშვილი, ადიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „ადიქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობისა და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოქმედების შედეგების წარდგენა“ მომხსენებელი დავით ოთიაშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „საქართველოში ნარკოპოლიტიკის […]
18 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გერმანელი მწერლის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გეპატიჟებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გერმანისტისა და ლიტერატურათმცოდნის, ლევან ცაგარლის ლექციაზე: „ჰაინრიჰ ბიოლი დღეს“. ჰაინრიჰ ბიოლში, ერთი მხრივ, აფასებენ კრიტიკულად მოაზროვნე, საზოგადოებრივად აქტიურ ინტელექტუალს, ერთგვარ მორალურ ინსტანციას, რომელიც აზრის თავისუფლების სადარაჯოზე დგას, მეორე მხრივ, მას მიიჩნევენ […]
19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ინიციატივითა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება ცნობილ ქართველოლოგს, ოლდენბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, ვინფრიდ ბოედერს. ვინფრიდ ბოედერი არის უცხოელ ლინგვისტ ქართველოლოგთა შორის ყველაზე მაღალი სამეცნიერო იმპაქტის მქონე მკვლევარი. თითქმის 50 წელია, რაც პროფ. ვ. ბოედერი იკვლევს ქართული ენის სტრუქტურისა და […]
20 ოქტომბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორიაში ტამპერეს (ფინეთი) უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრის მკვლევარი ელის ფერონი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „გენდერი და კონფლიქტი". ლექცია გაიმართება კვლევითი სემინარის – „ანთროპოლოგია, ისტორია, სოციოლოგია" ფარგლებში. პრეზენტაცია წარმოადგენს სქესისა და კონფლიქტის გადაკვეთის სხვადასხვა წერტილს: თუ როგორ ხდება მდედრობითი და მამრობითი სქესის კონსტრუირება კონფლიქტისა და […]
20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის საჯარო ლექცია: „წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებების პოლიტიკური ბაზარი“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წინასარჩევნოდ ამომრჩევლებისათვის შეთავაზებული ეკონომიკური დაპირებების მიზანშეწონილობა, რეალისტურობა და რელევანტურობა საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური ფონის გამოწვევებთან მიმართებაში. დრო: 20 ოქტომბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო […]