
20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის საჯარო ლექცია: „წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებების პოლიტიკური ბაზარი“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წინასარჩევნოდ ამომრჩევლებისათვის შეთავაზებული ეკონომიკური დაპირებების მიზანშეწონილობა, რეალისტურობა და რელევანტურობა საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური ფონის გამოწვევებთან მიმართებაში.
დრო: 20 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]