13 ივნისს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაიმართება ცნობილი იაპონელი მევიოლინის, კენ აისოს, მასტერკლასი. სტუმარი შეასრულებს და გააანალიზებს ილიაუნისა დაკონსერვატორიის სტუდენტი-კომპოზიტორების მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილ სავიოლინო კომპოზიციებს. ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, საერთაშორისო რანგის მევიოლინე, კენ აისო, დღევანდელ მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მუსიკოსი. ის განთქმულია არა მარტო ულამაზესი ბგერით, არამედ […]
14 ივნისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 510 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის სოციალური კვლევის ლაბორატორიისა და სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ერთობლივი კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა ეხებოდა საქართველოს კონსტიტუციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმოდგენას. აღნიშნულ პრეზენტაციაზე მომხსენებელი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ანა ჟვანია. დრო: 14 ივნისი, 12:00 საათი ადგილმდებარეობა: D […]
14 ივნისს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და კლუბი „სტუდენტური სასამართლო“ აწყობენ გაცნობით ტურსა და ექსკურსიას სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურაში. მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანატში, A401 ოთახში, სოფიო შუბლაძესთან (ტელ.: 577 553391). რეგისტრაციისთვის თან იქონიეთ პირადობის მოწმობა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 6 ივნისი, 16:00 საათი (მონაწილეთა […]
15 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის პოპ-ვოკალის მიმართულების სტუდენტთა კონცერტი - თიკო ღაჭავას, ნინი სილაქაძის, თიკა წოწორიას, ანა იმედაშვილის, მარიამ კოპაძის, ლიზა იოსელიანის, ფიქრია კორპესაშვილის, ილია აბესაძისა და თორნიკე შეყილაძის - მონაწილეობით. შესრულდება ცნობილი ქართული და უცხოური სიმღერები. პოპ-ვოკალის კლასის ხელმძღვანელი: დოდო კილაძე კონცერტმაისტერი: თეა ჯინორია დრო: 15 ივნისი, […]
15 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ალუდა ქეთელაური“ და ვაჟა-ფშაველას სოციალური იმპულსები“. მომხსენებელი ისაუბრებს პოემაზე „ალუდა ქეთელაური“ და, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მაგალითზე, განიხილავს შემდეგ თემებს: დროის და სივრცის, შინაგანის და გარეგანის ღმერთები; სინდისის ხმები პოეზიაში. დრო: 15 […]
16 ივნისს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის პოეზიის კლუბის შეხვედრების ფარგლებში, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ზარატუსტრა სიყვარულსა და ქორწინებაზე. დრო: 16 ივნისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
16 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მთარგმნელთან და ჟურნალისტთან, ია ბერსენაძესთან. სტუმარი ისაუბრებს ზაზა ბურჭულაძის რომანებისა და მის ტექსტებში ანთროპოლოგიური სურათ-ხატების შესახებ. ზაზა ბურჭულაძის გმირები მუდმივად საკუთარი თავის შეცნობით არიან დაკავებული, ასეთი თვითრეფლექსიის უკან კი თანამედროვე ქართველისათვის დამახასიათებელი უამრავი ურთიერთგამომრიცხავი კულტურული ხატი იმალება. რა მითები და […]
16 ივნისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება ბაროკოს ეპოქის მუსიკის კონცერტი. ცნობილი იაპონელი მევიოლინე, ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, კენ აისო და ილიაუნის ლექტორი მუსიკის მიმართულებით, კლავესინისტი ქეთევან შენგელია შეასრულებენ იოჰან სებასტიან ბახისა და იოჰან პაჰელბელის ნაწარმოებებს და ისაუბრებენ ბაროკოს ეპოქის მუსიკის თავისებურებებზე. დრო: 16 ივნისი, 19:00 საათი […]
18 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის IV სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, დოქტორებს, დამოუკიდებელ მკვლევრებს. მონაწილეობის მსურველებმა, 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ მიმართულებებში: ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის მენეჯმენტი; ფარმაციის პოლიტიკა […]