
15 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ალუდა ქეთელაური“ და ვაჟა-ფშაველას სოციალური იმპულსები“.
მომხსენებელი ისაუბრებს პოემაზე „ალუდა ქეთელაური“ და, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მაგალითზე, განიხილავს შემდეგ თემებს: დროის და სივრცის, შინაგანის
და გარეგანის ღმერთები; სინდისის ხმები პოეზიაში.
დრო: 15 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]