Live-საინფორმაციო შეხვედრა: სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა

27 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის შესახებ. პროგრამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ახალი სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების მიღებას შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებს. პროგრამა აერთიანებს დარგში არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ცოდნას მასში ჩართული პროფესორებისა და საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს საშუალებით. პროგრამა გამოირჩევა […]

დისტანციური ვორკშოპი „გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტები მედიაში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით, მედიის წარმომადგენლებისთვის დისტანციურ ვორკშოპს გამართავს. მედიის მიერ გენდერული როლებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ამ საკითხების ეთიკური სტანდარტების შესაბამისად გაშუქება. ვორკშოპზე, რომელიც სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა, განვიხილავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის […]

LIVE-შეხვედრების სერია: „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. მეხუთე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ თორია. თემა: „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“ ლექციის შესახებ  მომხსენებელი ისაუბრებს წარსულის ინსტრუმენტალიზაციისა და მეხსიერების პოლიტიკის თავისებურებზე თანამედროვე, ე.წ. „პოსტსიმართლის“ (post-truth), ეპოქაში, როდესაც […]

LIVE: როკ-ჯგუფი Bedford Falls ილიაუნის სტუდენტებისთვის – წლის ვირტუალური შეჯამება

დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო არასტანდარტული და სირთულეებით აღსავსე სასწავლო წელი. ტრადიციულად, ამ დროს ლისზე ვიკრიბებით ხოლმე ილიაუნის დაბადების დღის აღსანიშნავად, კურსდამთავრებულებს კი ცერემონიით ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. პანდემიამ ჩვენი გეგმები მხოლოდ გადაავადა – დიდი ზეიმი აუცილებლად გაგვაერთიანებს უსაფრთხო დროს, ჩვენი ვარაუდით, არა უგვიანეს გაზაფხულისა, 2020 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიასაც სრულფასოვნად გავმართავთ, ამ დღესთან დაკავშირებულ ემოციებსაც ერთმანეთს არავირტუალურ გარემოში […]

LIVE-შეხვედრების სერია: ნესტორ ლაკობას გზა: კლიენტელიზმი და ეროვნება ადრეული საბჭოეთის ფეოდალურ მამულში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. მეექვსე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი. თემა: ნესტორ ლაკობას გზა: კლიენტელიზმი და ეროვნება ადრეული საბჭოეთის ფეოდალურ მამულში ლექციის შესახებ    1920-1930 წწ. ბოლშევიკმა რევოლუციონერმა ნესტორ ლაკობამ, რომელსაც უპირობოდ „ჩააბარეს“ საბჭოთა აფხაზეთი, მძლავრი ადგილობრივი ეთნიკური „მანქანა“ აამუშავა და საბჭოთა […]

ADS Georgia 2020 – Leavingstone

ADS Georgia 2020-ის ბოლო მონაწილე იქნება კრეატიული სააგენტო Leavingstone.  Leavingstone ბაზარზე გამოჩნდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა 100-ზემეტი საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება, მათ შორისაა: Cannes Lions, Eurobest, London international awards და სხვ. ლივინგსტონი ერთ-ერთი იმ სააგენტოთაგანია, რომელმაც საქართველო საერთაშორისო სარეკლამო რუკაზე მონიშნა. აღსანიშნავია, რომ ჯილდოებს Leavingstone-მა საერთაშორისო სარეკლამოფესტივალის White Square 2020-ის ჯილდოებიც შემატა: ერთი […]

აკადემიური დისკუსია „აგვისტოს ომის გაკვეთილები“

2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებულ რუსეთ-საქართველოს ომის თორმეტი წლისთავთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ აკადემიურ დისკუსიას „აგვისტოს ომის გაკვეთილები“. დისკუსია წარიმართება ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით. მასში მონაწილეობას მიიღებენ: როი ალისონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ავტორი სტატიებისა „რუსეთის აღმასვლა? მოსკოვის მიერ განხორციელებული „საქართველოსათვის მშვიდობის იძულების“ კამპანია“ და „რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში: საერთაშორისო სამართალი, ნორმები […]

ADS Georgia 2020 – Advertising is dead – Folker Wrage

ADS Georgia 2020-ის დასასრულს კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage ორ შეხვედრას გამართავს. N1 თემა: Advertising is dead Folker Wrage, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ ახალი დირექტორი, 25 წელზე მეტია საკომუნიკაცო სფეროში მუშაობს. თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო სააგენტოებთან, როგორებიცაა: McCann, Publicis, Ogilvy, Saatchi & Saatchi, Leo Burnett, Havas. მუშაობდა გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთსა და შვეიცარიაში. რამდენიმე წლის […]

ADS Georgia 2020 – Advertising is ALIVE – Folker Wrage

ADS Georgia 2020-is ფარგლებში 13 ივლისს, 16:00 საათზე, Leavingstone-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage მეორე შეხვედრას გამართავს. N2 თემა: Advertising is ALIVE “So - are agencies really dying? Or are they simply just changing? Does it still make sense to start a career in advertising? Based on what we learned in the first session, we […]

LIVE-შეხვედრების სერია: The Great Game კავკასიაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. მეშვიდე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი ასტამაძე. თემა: The Great Game კავკასიაში. გერმანიის კავკასიური მისია გეოპოლიტიკურ კონტექსტში ლექციის შესახებ 1917 წელს რუსეთის იმპერიაში მომხდარმა პოლიტიკურმა ძვრებმა ძირეულად შეცვალა ვითარება მთელ მსოფლიოში. ამასთან შეიცვალა ძალთა ბალანსი პირველი მსოფლიო ომის მხარეებს შორის აღმოსავლეთის ფრონტებზე – რუსეთის ყოფილ დასავლეთისა და […]