შთამაგონებელ ლექციათა ციკლი ანთროპოლოგიაში – „რატომ არის რთული მოქალაქეობის საკითხების შესწავლა აზერბაიჯანში? სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევის გამოცდილება სასაზღვრო ზონაში“

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ნინო აივაზიშვილი-გენე გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: „რატომ არის რთული მოქალაქეობის საკითხების შესწავლა აზერბაიჯანში? სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევის გამოცდილება სასაზღვრო ზონაში“. მომხსენებელი ნინო აივაზიშვილი-გენე, ლექტორი, ბოხუმის უნივერსიტეტი, სოციალური ფსიქოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის განყოფილება (კვლევითი ინტერესები: მოქალაქეობა, უმცირესობები, საზღვრის ანთროპოლოგია, კავკასია, აზერბაიჯანი, საქართველო) დრო: 27 […]

შთამაგონებელ ლექციათა ციკლი ანთროპოლოგიაში – “An Accidental Ethnographer”

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. 28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პოლ მენინგი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: “An Accidental Ethnographer”. მომხსენებელი პოლ მენინგი პროფესორი, ტრენტის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტი (კვლევითი მიმართულება: ლინგვისტური ანთროპოლოგია, ისტორია, სემიოტიკა, ურბანული ანთროპოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, კოლონიალიზმი, კავკასია, საქართველო) დრო: 28 ოქტომბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და […]

ანტონ შეხოვცოვის ვებინარი: „რუსეთი და დასავლეთის ულტრამემარჯვენეები: ტანგო ნუარი“

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ვენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ანტონ შეხოვცოვის ვებინარზე „რუსეთი და დასავლეთის ულტრამემარჯვენეები: ტანგო ნუარი“, რომელიც Zoom-ში გაიმართება. ვებინარს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი გაუძღვება. ვებინარზე შეხოვცოვი დეტალურად მიმოიხილავს მზარდ კავშირებს სხვადასხვა რუს აქტორსა და დასავლეთის ექსტრემისტულ ჯგუფებს, აქტივისტებს, იდეოლოგებსა და პოლიტიკოსებს შორის და […]

შთამაგონებელ ლექციათა ციკლი ანთროპოლოგიაში – “Making Fieldwork Work”

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. 29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ენ მენილი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: “Making Fieldwork Work”. მომხსენებელი ენ მენილი, პროფესორი, ტრენტის უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის დეპარტამენტი (კვლევითი ინტერესები: შუა აღმოსავლეთი, არაბეთის ნახევარკუნძული, იტალია, რელიგია და მსოფლიო ხედვა, განსხეულება, გენდერი, ეთნოგრაფიული მეთოდები და ანთროპოლოგიის ისტორია) დრო: 29 ოქტომბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]

ინტერდისციპლინური სემინარების ციკლი: ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი ანახლებს ინტერდისციპლინური სემინარების ციკლს, რომელიც ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხების (ენერგეტიკისა და მდგრადი გავითარების ტექნოლოგიური, ბიზნესის, ეკონომიკური, პოლიტიკური, უსაფრთხოების, გარემოს, სოციალური, კლიმატის ცვლილებების და სხვა ასპექტების) განხილვას დაეთმობა. სემინარები ჩატარდება თვეში ერთხელ დისტანციური ფორმატით - პლატფორმა ზუმის გამოყენებით. გვინდა, რომ სემინარი გახდეს ენერგეტიკის დარგის მოქმედი და […]

„იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“

30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ონლაინ-Zoom აპლიკაციის მეშვეობით. შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას კომუნიკაციების სფეროში როგორც მომხმარებელთა უფლებების, ასევე კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შექმნილია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების […]

შთამაგონებელ ლექციათა ციკლი ანთროპოლოგიაში – „Recycling and Revisiting: On Monuments, Identity Politics, and Anthropological Analyses“

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. 30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ქეთრინ გოთფრედსენი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: „Recycling and Revisiting: On Monuments, Identity Politics, and Anthropological Analyses“. მომხსენებელი ქეთრინ გოთფრედსენი, უფროსი ლექტორი, მალმოს უნივერსიტეტი, კავკასიის კვლევის პროგრამა (კვლევითი ინტერესები: პოლიტიკური ტრანსფორმაცია, გაურკვევლობა, რელიგია, ისტორია, იდენტობა, მორალურობა, პოლიტიკური ფორმები და პრაქტიკები) დრო: 30 […]

Კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექცია: ნარატივდიზაინი

30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში ნარატივდიზაინერი მარიამ გოჩიაშვილი ისაუბრებს ნარატივდიზაინერების საქმიანობაზე. ლექციის შესახებ სიტყვებით შეგიძლია შთააგონო და შეაყვარო, უსულო საგნები გააცოცხლო. ალბათ ბევრი ჩატბოტი შეგხვედრია ონლაინსივრცეში. იქნებ გამოლაპარაკებიხარ კიდეც. გაგჩენია კითხვა - ვინ ქმნის? როგორ მუშაობს? ნარატივდიზაინერები შთაბერავენ სულს ამ ციფრულ არსებებს. მერე კი დიდი მზრუნველობით ზრდიან და ავითარებენ მათ. […]

კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექცია: გრაფიკული დიზაინი

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში დიზაინერი მარიამ არაბული ისაუბრებს გრაფიკული დიზაინერების საქმიანობაზე. ლექციის შესახებ გიფიქრია, რა მოხდებოდა, შენს გონებაში დასახლებული იდეების ვიზუალურად გამოხატვა რომ შეგეძლოს? და იქნებ მართლა გირჩევნია, რომ აუდიტორიას სიტყვების ნაცვლად შენი შექმნილი ილუსტრაციებით ელაპარაკო? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ უნილაბში, გრაფიკული დიზაინის კურსზე გელოდებით. მანამდე კი […]

დიალოგი სკამთან – საბჭოთა ეპოქის პარკის სკამები თანამედროვე თბილისში

2 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსის ეზოში, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, „TAB20 – What do we have in common”, გაიმართება ღონისძიება, სახელწოდებით „დიალოგი სკამთან - საბჭოთა ეპოქის პარკის სკამები თანამედროვე თბილისში“. პროექტი პოსტსაბჭოთა სივრცეში საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის შესახებ დისკუსიის ნაწილია და მიზნად ისახავს ამ მემკვიდრეობის ფუნქციურ გადასინჯვას მასთან დიალოგის გზით. ფიზიკურ სივრცეში […]