ფილიპ მორის საქართველოს სტაჟირება InCompass – მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში 28 მაისს, 11:00 საათზე, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავს კომპანია ფილიპ მორის საქართველოს ადამიანებისა და კულტურის მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში ნინო ბაქარაშვილი. შეხვედრის თემა:ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება "InCompass" შეხვედრა გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის საშუალებით. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/UPXPktGBAB8Eaew17 ფილიპ მორის საქართველო აცხადებს სტუდენტების მიღებას […]

კარიერული განვითარების ვორკშოპები – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ კარიერული განვითარების უფასო ვორკშოპებს. თითოეული ვორკშოპი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის დამსაქმებელთან ურთიერთობისთვის აუცილებელი ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: CV-ის შედგენის ტექნიკა, ინტერვიუ დამსაქმებელთან, სამოტივაციო წერილის წერა და საქმიანი კორესპონდენცია. ვორკშოპებზე დასწრება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად. მონაწილეობის მსურველებს საშუალება […]

ილიაუნის ონლაინჩემპიონატი ჭადრაკში – 2021

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს ონლაინჩემპიონატს სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი ჩატარდება 1-ლ ივნისს. ტურნირი გაიმართება შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს - 10 წუთი პარტიის ბოლომდე. შეჯიბრებაში მონაწილე სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ვებსაიტზე www.chess.com. ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მონაწილეები ელფოსტით მიიღებენ „ონლაინკლუბის“ ბმულს, რომელშიც უნდა გაწევრიანდნენ. Chess.com-ზე რეგისტრაციისას სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ […]

ვებინარი „მომავლის პროფესიები“ – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

2 ივნისს, 11:00 საათზე,  მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი გაუძღვება ვებინარს „მომავლის პროფესიები“. ვებინარს შემოერთდებიან უნილაბის კურსდამთავრებულები შემდეგი თემებით: ქეთი ფილიშვილი, ფრონტენდდეველოპერი: სწავლა-სწავლება პანდემიის პირობებში; ნინი ჯინჯიხაძე, ნარატივდიზაინერი: ახალი პროფესიები: ნარატივდიზაინი; გვანცა არევაძე, ციფრული მარკეტერი: ციფრული მარკეტინგი და ფრილანსინგი. ვებინარი განკუთვნილია […]

ვებინარი „სტრესი და მისი ნეირობიოლოგია“ – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

2 ივნისს, 13:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოკონსულტირების ცენტრის კონსულტანტი ანა პაპავა გაუძღვება ვებინარს თემაზე: „სტრესი და მისი ნეირობიოლოგია“. ვებინარი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ვებინარზე დასასწრები Zoom-ის ბმულის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/56PwQFPqm1LZPWK48 . მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის […]

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები

2021 წლის მაისსა და ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და HR Hub-ის მხარდაჭერით გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების პროფილური დასაქმების ფორუმები და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.  დასაქმების ფორუმის ღონისძიებები გაიმართება დისტანციურად, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებსა და […]

ვებინარი „Მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის მართვა“ – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

4 ივნისს, 18:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოკონსულტირების ცენტრის კონსულტანტი თამარ მჭედლიშვილი გაუძღვება ვებინარს თემაზე: „მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის მართვა“. ვებინარი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ვებინარზე დასასწრები Zoom-ის ბმულის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/3KvTRVBmn3dDcnnr9 მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების […]

ვებინარი: დასაქმება საჯარო სამსახურში – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

7 ივნისს, 12:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ვებინარს ჩაატარებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. ვებინარის თემა: „დასაქმება საჯარო სამსახურში“ მომხსენებელი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობს ინფორმაციას საჯარო სამსახურში დასაქმების თავისებურებების შესახებ: სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის სფეროები; საჯარო სამსახურის შესახებ; დასაქმების პორტალი hr.gov.ge ; სტაჟირების სახელმწიფო […]

Live-საინფორმაციო შეხვედრა: ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა

9 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შექმნან მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოების ან პერსონაჟის ქართულენოვანი ჩეთბოტი, ინტერაქტიული წიგნები, რომლებიც პლატფორმაზე iel.iliauni.edu.ge განთავსდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი საჯაროდ. ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკის შექმნის პროცესში მოსწავლეების მონაწილეობის მიზნით პროექტის ორგანიზატორები […]

ვებინარი „როგორ შევინარჩუნოთ კეთილდღეობა“ – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

10 ივნისს,18:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოკონსულტირების ცენტრის კონსულტანტი ანა მეუნარგია გაუძღვება ვებინარს თემაზე: „როგორ შევინარჩუნოთ კეთილდღეობა“. ვებინარი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ვებინარზე დასასწრები Zoom-ის ბმულის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/9MYTRtKWBRNpY9g19. მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერია […]